18 აპრილი, 2018
მამუკა ბახტაძის პირველი კომენტარი გვანცა ივანიშვილთან ქორწინებაზე
რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილი გვანცა ივანიშვილი თხოვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ერთადერთი ქალიშვილის რჩეული ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძეა.

მოგვიანებით, ამის შესახებ სოციალურ ქსელში არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმაც მიხეილ სააკაშვილმაც დაწერა. მამუკა ბახტაძეს მან ივანიშვილის სასიძო უწოდა.

ხმები მამუკა ბახტაძისა და გვანცა ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ, "რეიტინგისთვისაც" იყო ცნობილი, თუმცა, მათთან დაახლოებულმა პირებმა ეს ამბავი არ დაადასტურეს.

გავრცელებულ ჭორზე ცოტა ხნის წინ კომენტარი თავად მამუკა ბახტაძემ
გააკეთა.

“მე მესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს. შემიძლია, მარტივად გიპასუხოთ, რომ მის არც ერთ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არა აქვს. აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ”, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იზი
სასიძოც რომ იყოს, მერე რა. ეგ ერთი.მეორეც-თვითონაც ,არსებული ცოლის პირობებში ,ნიჟარაძეების სასიძოდ ითვლებოდა,მაგრამ ის გოგო ახლა ჟიურიში ზის, ეგ კიდე ამასწინათ რულოვსების ბოსტნიდან აბდაუბდობდა რაღაცეებს.
16:23 / 18-04-2018
გამოხმაურება / 1 /
El Sueno
მერე რა და ის, რომ ბერკეტი უნდა რომ ქონდეს ყველა პოლიტიკოსზე. და შენ მაგდენს თუ ვერ im wasting my time
15:12 / 15-06-2018
TOPS