ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის რეპერი კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი. კაბუ საფრანგეთში წლების წინ სამკურნალოდ გაემგზავრა, როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, წამალდამოკიდებულებისგან განიკურნა.
"რეიტინგი" კაბუს დედას დაუკავშირდა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში თქვენი ვაჟი დააკავეს, რა
- მე არ გამიგია მისი დაკავების ამბავი. კახას ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრე. მას შემდეგ აღარ დაურეკია.
- ხშირად გირეკავდათ?
- მე მარტო ვცხოვრობ და კომპიუტერი არ მაქვს. ამიტომ ხშირად დალაპარაკებას ვერ ვახერხებდი. კაბუ სამკურნალოდ არის წასული საფრანგეთში და რატომ უნდა დაეკავებინათ? ის კანონიერი ქურდი არასდროს არ ყოფილა, ყველას გვყავს ათასნაირი ახლობლები, ზოგი კანონიერი ქურდია და ზოგი არა.