18 აპრილი, 2018
"ავად რომ გავხდი, შეყვარებულმა მიმატოვა" - ახალგაზრდა ტელეპროდიუსერი ავთვისებიან სიმსივნეს არ ნებდება
„პირველი არხის“ ტექნიკურ პროდუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

არადა მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა.

31 წლის პროდუსერმა ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიატარ. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა.
მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს ბოლო ოპერაცია 4 აპრილს თურქეთში ჩაუტარდა.

მარიამი  ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ყოველ დილით დარბოდა, ამიტომ მძიმე
დაავადებას ვერაფერს უკავშირებს.

- ღამით თითქოს ვიხრჩობოდი, ვერ ვწვებოდი. მთელ ღამეებს ბალიშზე მიყუდებული ვატარებდი. ფეხზე ყოფნისას საერთოდ არაფერს ვგრძნობდი.

ერთ-ერთ ცნობილ ექიმს მივაკითხე, ექოსკოპიაც გადამიღო კისრის არეში და მითხრა არაფერი გჭირსო. ამ დროს სისხლის ანალიზში ცვლიბები იყო, მაგრამ ექოსკოპიამ ყველაფერი გააქარწყლა. ექიმის დასკვნა მაქვს, რომ არაფერი მჭირს.
ეს ექიმი მუშაობს ცნობილ კლინიკაში, რომელიც საქართველოში მაღალი დონის საავადმყოფოდ ითვლება. თან ტრაბახობს 8 წელი გერმანიაში მუშაობდა და არაფერი შეეშლებოდა.

მითხრეს ნერვოპათოლოგი გჭირდებაო. წავედი ნერვოპათოლოგთან, მან მიტხრა არაფერი გჭირს, რაღაცეებს იგონებ და ფსიქიატრი უფრო გჭირდებაო.

მარი მალაზონიას დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან დაიჟინა, დავით მეტრეველთან მიდიო. მხოლოდ დავით მეტრეველი მიხვდა რა მჭირდა.

- პირველი ოპერაცია რამდენი ხნის წინ გაიკეთეთ?

- პირველად 2016 წლის 27 ივლისს გავიკეთე თურქეთში. 6 საათზე მეტხანს მიკეთებდნენ. ქართველი ექიმების მიერ, სამი ჯირკვლიდან აღებული ბიოფსიიდან მხოლოდ ერთმა აჩვენა ავთვსიებიანი სიმსივნე. იმ ერთზე რომ არ შეენიშნათ, საერთოდ ვერ გავიგებდი და დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ბევრი დასხივება გამიეკთეს, რადიოაქტიურ იოდს მასმევდნენ, რომ მეტასტაზები გაენადგურებინათ. ეს იგივე ქიმიოთერაპიაა. ამ ნივთიერებას რომ მასმევდნენ, 80 საათი სრულიად მარტო ვიყავი მინუს 7 სართულზე. ერთხელ იმ ტყვიის ოთახში კომაში ჩავვარდი. 6 საათში გამომიყვანეს მდგომარეობიდან. ორი თურქი ექიმი მყავს, მეუბნებიან ისე ცუდად ხარ, გვიკვირს აქამდე როგორ მოდიხარ და კიდევ ცოცხალი როგორ ხარო. ალბათ ღმერთს ვუყვარვარ და არ გამწირავს.
მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს უთხრეს ჩემზე და მან გადაწყვიტა ვენახე. მივედი პატრიარქთან და დამლოცა. „პირველ არხზე“ რომ არ მემუშავა, არ ვიცი რა იქნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ 31 წლის ასაკში ასე ვუყვარვარ მეგობრებს.
ერთი პერიოდი მონასტერში წავედი, მაგრამ ვერ გავძელი. პირველად როცა გავიგე ეს ამბავ, მეც ცავწექი ორი კვირა და ველოდებოდი როდის მოვკვდებოდი.

მეგობრებმა აღარ მომცეს საშუალება, თანხა შემიგროვეს და გამიშვეს თურქეთში.

ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება ჯოჯოხეთს გადიხარ.

- რა გეკრძალებათ და რა გენატრებათ?
- ყველაზე მეტად გარუჯვა მინდა. ზღვაზე ვერ წავალ. არ შეიძლება. შეყვარებული მყავდა. 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ჩემს თავზე ვბრაზდები, 31 წლის ხარ, უმაღლესი განათლება გაქვს, ვერ უნდა მიხვდე, ვისთან გაქვს საქმე?

- რა ჩაიდინა?

- იცით როგორ მიყვარდა? ერთი პერიოდი დავშორდით და ლამის თავი მოვიკალი. ავად რომ გავხდი, ჩემზე გული აიცრუა. მერე ვნახე წერილი, რომელიც სხვა გოგოს მიწერა, მეცოდება, რადგან კიბო აქვს და ამიტომ ვერ ვშორდებიო. დედამისის დამსახურებაცაა ერთად რომ არ ვართ. ის თვლიდა, რომ მე ავადმყოდი ვიყავი და შეიძლებოდა, შვილები ვერ გამეჩინა. რად მინდოდა ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა? ძალიან ცუდად მომექცა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს დაავადება გამიმეორდა.

ჟურნალი "სარკე"





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
gio
ყველაფერი კარგად იწნება, გამოჯამრთრლდებით სრულად დარწმუნებუკი ვარ და ისეთი კარგი და ლამაზი ადამიანი როგორიც შენა ხარ სიყვარულსაც ადვულად იპოვის და ყველა ეს ტკივილი და იმედგაცრუება წარსულში დარჩება, ღმერთმა ბედნიერი გამყიფოს!!!!
11:04 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
გმერთმა დაგლოცოს მარიამ.აუცილებლად უფალი დიდია გამოგაჯამთელებს სულ მალი.ჯვარი გეწეროს.
11:00 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
kote
მარი ულამაზესი და უსაყვარლესი არსება ხარ.გფარავდეს უფლის მადლი და ძალა
10:30 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
Gvanca
Mari kvelaferi kargad iqneba is idioti ariko sheni girsi shen iseti xalisiani maxsovxar da energiuli gmerti dagexmareba tu chamovedi aucileblad gnaxav
01:27 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენ აუცილებლად დაამარცხებთ ამ სენს...
01:16 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
LILE
არ ინერვიულო.შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. მაგარი გოგო ხარ და კარგ ადამიანს გაიცნობ . წარმ,ატებები :*
01:09 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ყველაფერი კარგად იქნება,გფარავდეს უფალი
00:49 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ღმერთმა მალე გამოგაჯანმრთელოს ჩემო გოგო. მაგისთანა არაკაცზე ნუ იდარდებ, ღმერთი მიხედავს
00:21 / 20-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ულამაზესო და უმშვენიერესო მარიამ,ყველაფერი კარგად იქნება,ფარ-ხმალი არ დაყარო და არ ინერვიულო ვიღაცეებზე და რაღაცეებზე, იფიქრე იმაზე რომ შენ ძალიან მალე კარგად იქნები, ეს მძიმე დღეები ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა და არანაირი ფორმით აღარ შეგახსენებს თავს ეს დაავადება,გექნება სიყვარულით და სიხარულით სავსე ცხოვრება, იქნები წარმატებული და ბედნიერი. ის ყოფილი სადედამთილო კი ფრიად გავირვებული დარჩება, როდესაც შენს ულამაზეს და ჯანმრთელ შვილებს გააყოლებს თვალს.
23:43 / 19-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნაგავი ყოფილა ასეთი ულამაზესი გოგო როგორ მიგატოვა ავად ყოფნის გამო.დამპალი
20:52 / 19-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS