18 აპრილი, 2018
"ავად რომ გავხდი, შეყვარებულმა მიმატოვა" - ახალგაზრდა ტელეპროდიუსერი ავთვისებიან სიმსივნეს არ ნებდება
„პირველი არხის“ ტექნიკურ პროდუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

არადა მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა.

31 წლის პროდუსერმა ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიატარ. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა.
მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს ბოლო ოპერაცია 4 აპრილს თურქეთში ჩაუტარდა.

მარიამი  ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ყოველ დილით დარბოდა, ამიტომ მძიმე
დაავადებას ვერაფერს უკავშირებს.

- ღამით თითქოს ვიხრჩობოდი, ვერ ვწვებოდი. მთელ ღამეებს ბალიშზე მიყუდებული ვატარებდი. ფეხზე ყოფნისას საერთოდ არაფერს ვგრძნობდი.

ერთ-ერთ ცნობილ ექიმს მივაკითხე, ექოსკოპიაც გადამიღო კისრის არეში და მითხრა არაფერი გჭირსო. ამ დროს სისხლის ანალიზში ცვლიბები იყო, მაგრამ ექოსკოპიამ ყველაფერი გააქარწყლა. ექიმის დასკვნა მაქვს, რომ არაფერი მჭირს.
ეს ექიმი მუშაობს ცნობილ კლინიკაში, რომელიც საქართველოში მაღალი დონის საავადმყოფოდ ითვლება. თან ტრაბახობს 8 წელი გერმანიაში მუშაობდა და არაფერი შეეშლებოდა.

მითხრეს ნერვოპათოლოგი გჭირდებაო. წავედი ნერვოპათოლოგთან, მან მიტხრა არაფერი გჭირს, რაღაცეებს იგონებ და ფსიქიატრი უფრო გჭირდებაო.

მარი მალაზონიას დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან დაიჟინა, დავით მეტრეველთან მიდიო. მხოლოდ დავით მეტრეველი მიხვდა რა მჭირდა.

- პირველი ოპერაცია რამდენი ხნის წინ გაიკეთეთ?

- პირველად 2016 წლის 27 ივლისს გავიკეთე თურქეთში. 6 საათზე მეტხანს მიკეთებდნენ. ქართველი ექიმების მიერ, სამი ჯირკვლიდან აღებული ბიოფსიიდან მხოლოდ ერთმა აჩვენა ავთვსიებიანი სიმსივნე. იმ ერთზე რომ არ შეენიშნათ, საერთოდ ვერ გავიგებდი და დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ბევრი დასხივება გამიეკთეს, რადიოაქტიურ იოდს მასმევდნენ, რომ მეტასტაზები გაენადგურებინათ. ეს იგივე ქიმიოთერაპიაა. ამ ნივთიერებას რომ მასმევდნენ, 80 საათი სრულიად მარტო ვიყავი მინუს 7 სართულზე. ერთხელ იმ ტყვიის ოთახში კომაში ჩავვარდი. 6 საათში გამომიყვანეს მდგომარეობიდან. ორი თურქი ექიმი მყავს, მეუბნებიან ისე ცუდად ხარ, გვიკვირს აქამდე როგორ მოდიხარ და კიდევ ცოცხალი როგორ ხარო. ალბათ ღმერთს ვუყვარვარ და არ გამწირავს.
მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს უთხრეს ჩემზე და მან გადაწყვიტა ვენახე. მივედი პატრიარქთან და დამლოცა. „პირველ არხზე“ რომ არ მემუშავა, არ ვიცი რა იქნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ 31 წლის ასაკში ასე ვუყვარვარ მეგობრებს.
ერთი პერიოდი მონასტერში წავედი, მაგრამ ვერ გავძელი. პირველად როცა გავიგე ეს ამბავ, მეც ცავწექი ორი კვირა და ველოდებოდი როდის მოვკვდებოდი.

მეგობრებმა აღარ მომცეს საშუალება, თანხა შემიგროვეს და გამიშვეს თურქეთში.

ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება ჯოჯოხეთს გადიხარ.

- რა გეკრძალებათ და რა გენატრებათ?
- ყველაზე მეტად გარუჯვა მინდა. ზღვაზე ვერ წავალ. არ შეიძლება. შეყვარებული მყავდა. 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ჩემს თავზე ვბრაზდები, 31 წლის ხარ, უმაღლესი განათლება გაქვს, ვერ უნდა მიხვდე, ვისთან გაქვს საქმე?

- რა ჩაიდინა?

- იცით როგორ მიყვარდა? ერთი პერიოდი დავშორდით და ლამის თავი მოვიკალი. ავად რომ გავხდი, ჩემზე გული აიცრუა. მერე ვნახე წერილი, რომელიც სხვა გოგოს მიწერა, მეცოდება, რადგან კიბო აქვს და ამიტომ ვერ ვშორდებიო. დედამისის დამსახურებაცაა ერთად რომ არ ვართ. ის თვლიდა, რომ მე ავადმყოდი ვიყავი და შეიძლებოდა, შვილები ვერ გამეჩინა. რად მინდოდა ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა? ძალიან ცუდად მომექცა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს დაავადება გამიმეორდა.

ჟურნალი "სარკე"





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
wow
ორი თურქი ექიმი მყავს, მეუბნებიან ისე ცუდად ხარ, გვიკვირს აქამდე როგორ მოდიხარ და კიდევ ცოცხალი როგორ ხარო
12:18 / 09-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
უფლის წყალობას და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ
10:26 / 09-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
არ ღირს ნერვიულობა უფალს ისე უყვარხარ ძალას გაძლევს და უფრო გაგაძლიერებს, შენ დიდ ბედნიერებას იმსახურებ და ასეც იქნება ღვთისმშობელი დაგიფარავს.ყოჩაღ დიდი ვაჟკაცებიც ვერ უძლებენ ასეთ განსაცდელს, შენ კი ყველაფერს გაუძელი გაგაძლიერებს უფალი და ყველაფერი კარგად იქნება
01:25 / 09-02-2019
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მადლი უფალს, რომ ამ ქვეყანაში არიან ჭეშმარიტად პროფესიონალი ექიმები, მართალია არც თუ ისე მრავლად, მაგრამ მაინც.... დიაგნოზის დასმა ჩვენი ექიმებისთვის სერიოზული პრობლემაა, ამის გამო ნევროზი და ფსიქიატრი აკერიათ პირზე. არ შეშინდე, შვილი, კარგად იქნება ყველაფერი და ნახე როგორ მაგრად იქნები და გაგვახარებ ყველას, კარგად მესმის რა ბრძოლაც გიხდება...
22:48 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მაგარი გოგო ხარ და აუცილოებლად უნდა დაამარცხო ეს დაავადება. მთავარია რწმენა არ დაკარგო. უფალს ებარებოდე...
20:23 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ღმერთმა გიშველოს ულამაზესო ადამიანო!!! მე დავამარცხე კიბო, შემდეგი შენ ხარ...
19:29 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ლალა
მაინტერესებს რა ხდება მარიამთან, როგორ არის. ბოლო დროის ინფორმაციას არ ვფლობ. მინდა მხოლოდ კარგი გავიგო მისი ჯანმრთელობის შესახებ....
19:20 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
nnnn
აუცილებლად გაიმარჯვებ.
19:16 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნათი
არ დანემდე შვილო,მკურნალობას შედეგი კარგი მოაქვს ამ განწყობით იყავით.მე მე-4 სტადია დავძლიე სწრაფ მზაედი აღმოჩენიდან მეორე წელი გადის და კარგად ვარ.იბრძოლე სიცოცხლისთვის გფარავდეს უფალი
18:25 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ჩემი კომენტარი არ გამოქვეყნდა და მინდა კიდევ ერთხელ გითხრა.......ჩემო პატარა ყველაფერი კარგად იქნება ,გამოჯანმრთელდები, იქნები ბედნიერი ,გამოჩნდება ღირსეული ადამიანი რომელიც მუდამ გვერდით გეყოლება, გააჩენ შვილებს და გაამრავლებ ქართველ ერს .................. გფარავდეს ღმერთი ! მინდა ჩაგეხუტო და მოგეფერო ისე,როგორც ჩემ შვილებს მოვეფერები . გამაგრდი ულამაზესო და უმშვენიერესო!!!!!!!!!!!!!!!!!!
11:03 / 25-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS