საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ბევრს აინტერესებს მეტი ბატონი თამაზის შესახებ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ელიზბარაშვილმა ჟურნალ "სარკეს" 2015
- 9 შვილი მყავს. 16 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. გურამს და თორნიკეს ერთი დედა ჰყავთ. მხოლოდ ამ ქალთან მქონდა ხელი მოწერილი და დღესაც მისი ქმარი ვარ ოფიციალურად, თუმცა, ჩემი სხვა შვილების დედებსაც ცოლებად მივიჩნევდი, როცა მათთან ვიყავი. დაჩის, ოთუნას, სანდროს, მარკს და პეტრეს სხვადასხვა დედები ჰყავთ. გიორგი და მარუსა ანისგან მყავს, რომელიც ახლაც ჩემ გვერდით არის. პეტრე ყველაზე პატარაა. ახლახან ერთი წლის გახდა.
- ანუ ცოლი გყავთ და სხვისგან გააჩინეთ შვილი?
- დიახ. ეკამ გამიჩინა. ის ცნობილი მსახიობია, მაგრამ გვარს არ გეტყვით. ბავშვი ჩემი ტყუპისცალივით არის,
პატარა თამაზია. რა ვქნა, შემაცდინა. ერთადერთხელ ვიყავი მასთან. შეიძლება მამაკაცური სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ დაფეხმძიმდა და ბავშვს ხომ არ მოვაკვლევინებდი?! პირიქით, ეს ამბავი რომ გავიგე, ყველაფრით შევუწყვე ხელი, რომ ბავშვი გაეჩინა და ახლა შვილზეც ვზრუნავ და მის დედაზეც.
- ამ ამბავს ოჯახური სკანდალი არ მოჰყვა? ანიმ გაპატიათ?
- რა თქმა უნდა, მოჰყვა, ხომ იცით ქალების ამბავი. მერე ავუხსენი, რა სიტუაციაც იყო, საქმეს სჭირდებოდა-მეთქი. რა გიკვირთ, ერთი მამაკაცი მნახეთ, რომელსაც ცოლისთვის არ უღალატია?! ალბათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასეთი რამ არ არსებობს.
განაგრძეთ კითხვა: