12 აპრილი, 2018
"მას შემდეგ ყველაფერი მიმზიდველად მეჩვენებოდა" - თაკო ნაცვლიშვილი ჩინეთში გატარებულ მძიმე სამუშაო პირობებზე ალაპარაკდა
თაკო იმ ულამაზესი სამყაროს ნაწილია, ბავშვობაში Fashion TV-ის სიუჟეტებში რომ გვინახავს.
მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებოა და იმედი, რომ ყველაფერი შესაძლებელია. იგი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა. უთანამშრომლია ყველა იმ პრემიუმმარკასთან, რომელიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ამინდს ქმნის.

გადაღებებზე არაჩვეულებრივად ფლობს ემოციებს და სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა. იგრძნობა, რომ მაღალი კლასის პროფესიონალთან გაქვს შეხება.
გარეგნულ სილამაზესთან ერთად, მისი შინაგანი სამყარო საოცრად მიმზიდველია, რაც თაკოსთან შეხვედრას ყოველთვის სასიამოვნო წუთებად აქცევს.



- თაკო,
ახლა, როცა სამოდელო კარიერის მწვერვალზე ხართ, გაიხსენეთ ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მეტად დაგეხმარათ?


- ჩემი წარმატებული კარიერა, უპირველესად, დედას დამსახურებაა. დედას მსოფლიოს წამყვან სააგენტოებთან აქვს საქმიანი კონტაქტები, რაც საქმიანობაში დამეხმარა. თავიდანვე კარგ სააგენტოში მოვხვდი. მხოლოდ ამ სფეროში არა, თანამედროვე სამყაროში საჭირო კონტაქტები, ვფიქრობ, გადამწყვეტია.

მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია გარეგნული მხარეც. ჩემზეც ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ძალიან მონდომებული ვიყავი და მთელი ჩემი არსებით გადავერთე საქმეზე. საკუთარ თავზეც ბევრი ვიმუშავე.

- საკუთარ თავზე მუშაობა... რა ნაბიჯებს გულისხმობთ?

- ეს გულისხმობს სამუშაო ფორმაში ყოფნას. აუცილებელია ასევე თავდაჯერებულობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მაქსიმალურად ვთანხმდებოდი ფოტოსესიების გადაღებებს. შედარებით არამიმზიდველ წინადადებაზეც კი უარს არ ვამბობდი... გარკვეული თვალსაზრისით, ასეთმა მიდგომამ დიდი გამოცდილება შემძინა. ჩემი პორტფოლიოც მიმზიდველი გამოვიდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. როცა მოდელს შთამბეჭდავი პორტფოლიო აქვს, მეტ ყურადღებას იმსახურებს.



- პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაიხსენეთ და ის სააგენტო, რომელიც დაგეხმარათ?

- პირველი სააგენტო, რომელთანაც გავაფორმე თანამშრომლობის ხელშეკრულება, ჰონკონგში მდებარეობდა. მაშინ 15 წლის ვიყავი. ეს გახლდათ სააგენტო ELIT-ი. ჰონკონგში დავყავი დაახლოებით სამი თვე და გადავედი ტაივანში. აი, იქ მართლაც ძალიან გამიჭირდა. სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, სრულიად სხვა კულტურისა და გამოცდილების მქონე ქვეყანაში. ჩინეთი საკმაოდ საინტერესო, თუმცა, რთული ქვეყანაა. იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თავად მოდის ბიზნესის მიმართ, რომ მუშაობა გამიჭირდა. ვცხოვრობდი მცირე ფართის ბინაში 6 გოგონასთან ერთად. დედა გამყვა პირობების სანახავად. როგორც კი ბინაში
შევედით და ის გარემო ვნახეთ, რომელიც დამხვდა, უკან დაბრუნებაზე დავიწყეთ ფიქრი. დედა ნერვიულობდა. მე დარჩენა გადავწყვიტე. გავრისკე, რადგან ასეთ რთულ პირობებში ცხოვრება და მუშაობა ის გამოწვევა იყო, რომელიც მჭირდებოდა. უნდა მიმეღო მსგავსი გამოცდილება, რომ ევროპაში გადასვლა და მუშაობა არ გამჭირვებოდა. სამოდელო კარიერის ყველა დეტალს რომ ვიხსენებ, ყველაზე რთული პერიოდი ჩინეთს უკავშირდება. შემდეგ, როცა ევროპაში გადავედი, აღარაფერი მიქმნიდა დისკომფორტს. ჩინეთის მერე ყველაფერი მიმზიდველი მეჩვენებოდა. ასეთი სირთულე რომ არ გადამელახა, ევროპულ მიდგომას ვერ დავაფასებდი, ვერც ალღოს ავუღებდი.

- გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები, რომელიც ევროპულ სააგენტოებს უკავშირდება.
..

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS