10 აპრილი, 2018
"ლეილა რატომღაც დაივიწყეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა" - ქართული კინოს განუმეორებელი "ჭრიჭინა" და "მაია წყნეთელი"
ლეგენდარული ქართველი მსახიობი, ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ქართული კინოს ვარსკვლავი, ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ლეილა აბაშიძის მამა, მიხეილ აბაშიძე მაღალჩინოსანი გახლდათ, ის 1937 წლის რეპრესიების დროს გადაასახლეს, ხოლო ლეილას დედა ციმბირში წავიდა სამუშაოდ, რათა მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო. დედა-შვილს სასტიკი კანონების გამო, დაკავებული მიხეილის ნახვა ახლოდან ეკრძალებოდათ და მას მხოლოდ მავთულხლართის ღობის მიღმა ხედავდნენ.

"იყო გახლართული მავთულები, სადაც 220
ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი - გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები", - იხსენებდა ლეილა აბაშიძე.

მალე ოჯახს მამის დახვრეტის ოქმი მოუვიდა, ლეილას დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS