"პრაიმ შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ ქართველი და არა მხოლოდ ქართველი გოგონების გული უკვე დიდი ხანია დაიპყრო. ქართულ ტელესივრცეში მისი, როგორც წამყავნის, დებიუტი სწორედ აღნიშნული გადაცემის წყალობით შედგა. დახვეწილი, გამორჩეული, მიმზიდველი - ასე ახასიათებენ ხშირად. ის არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ძალიან ცნობილია. ირაკლი მაქაცარია ყველა ასაკის მანდილოსანს განსაკუთრებით უყვარს, უსიმპატიურესი გარეგნობის მქონე
თორნიკე გოგრიჭიანი სულ ახლახანს ახალი მუსიკალური გადაცემის წამყვანად მოგვევლინა, რომელსაც მსახიობ ია სუხიტაშვილთან ერთად "პირველ არხზე" უძღვება. იგი თავდაჯერებულობით, გაწონასწორებულობითა და მომხიბვლელობით ყოველთვის იქცევდა ქალბატონების ყურადღებას. მისი სატელევიზიო კარიერა სათავეს "ჯი დი ეს"-დან იღებს.
რაც არ უნდა ბევრი ვიკამათოთ და ვბრაზდებოდეთ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ფაქტია, რომ ის სიმპატიურ ტელესახეებს შორის ნამდვილად მოიაზრება. მისი სატელევიზიო კარიერა ტელეკომპანია "მაესტროდან" იწყება, ახლა კი უკვე დიდი ხანია, თავისი ადგილი "რუსთავი 2 -ში" იპოვა. იმ დროიდანვე ყოველთვის გამოირჩეოდა ეპატაჟურობით და მას დრომ ვერაფერი დააკლო. ყოველთვის ფორმაშია და თანამედროვეობას ფეხს საგულდაგულოდ უწყობს. უფრო მეტიც, საერთოდ არ "ბერდება", ის ცნობილი ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილი გახლავთ.
შეუძლებელია, ილო ბეროშვილი ახსენო და მან მისი ენერგიულობით, ქარიზმით თუ სიმპათიურობით თავბრუ არ დაგახვიოს. მისი სატელევიზო კარიერა პირველი არხის დილის გადაცემა "ალიონიდან" იწყება, სადაც მომავალი მეუღლე ნელი აგირბა გაიცნო, წყვილი შემდეგ ერთმანეთს დაშორდა და ორი საერთო შვილი ჰყავთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, ილომ "იმედზე" დაიწყო მუშაობა, ახლა კი "რუსთავი 2"-ზე "მხოლოდ ქართულის" წამყვანია.
ტელეწამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე საკუთარი გარეგნობის გამო, ჟურნალისტიკაში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნიკა პრესის ჟურნალისტი იყო, მასზე არა ერთი სექს-სიმბოლო იყო შეყვარებული. მისმა გარეგნობამ არც მეტი არც ნაკლები საქართველოში ჩამოსული თინა კანდელაკიც კი მოხიბლა. ნიკოლოზ ხაჩიძე სხვადასხვა არხზე მუშაობდა, ბოლოს კი "მარაოზე" "უხერხული კითხვების" წამყვანი იყო.
მსახიობი გიორგი გასვიანი ტელეეკრანზე გამოჩენამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას თეატრალურ და შოუ-ბიზნესურ წრეებში კარგად იცნობდნენ. იყო რადიოწამყვანიც, რამდენიმე წლის წინ კი, ბედი ტელევიზიაში მოსინჯა და "იბერიაზე" გადაცემა "ფაბრიკის" წამყვანია.
ნათია დედანაშვილი