04 აპრილი, 2018
ქართული ტელესივრცის ყველაზე სიმპატიური და მიმზიდველი მამაკაცები - ვინ არის ტელეწამყვანი, რომლის გარეგნობამ თინა კანდელაკი გააგიჟა
ქართულ ტელესივრცეში ლამაზი ქალბატონების სიმცირეს არ ვუჩივით, მაგრამ არც სიმპატიური ტელეწამყვანი მამაკაცების ნაკლებობას განვიცდით. საინტერესოა, ვინ არიან თანამედროვე ქართული ტელევიზიის მომხიბვლელი ტელესახეები.

Rating

"პრაიმ შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ ქართველი და არა მხოლოდ ქართველი გოგონების გული უკვე დიდი ხანია დაიპყრო. ქართულ ტელესივრცეში მისი, როგორც წამყავნის, დებიუტი სწორედ აღნიშნული გადაცემის წყალობით შედგა. დახვეწილი, გამორჩეული, მიმზიდველი - ასე ახასიათებენ ხშირად. ის არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ძალიან ცნობილია. ირაკლი მაქაცარია ყველა ასაკის მანდილოსანს განსაკუთრებით უყვარს, უსიმპატიურესი გარეგნობის მქონე
ახალგაზრდა ტელეწამყვანი ჭკვიანიც არის.

Rating


თორნიკე გოგრიჭიანი სულ ახლახანს ახალი მუსიკალური გადაცემის წამყვანად მოგვევლინა, რომელსაც მსახიობ ია სუხიტაშვილთან ერთად "პირველ არხზე" უძღვება. იგი თავდაჯერებულობით, გაწონასწორებულობითა და მომხიბვლელობით ყოველთვის იქცევდა ქალბატონების ყურადღებას. მისი სატელევიზიო კარიერა სათავეს "ჯი დი ეს"-დან იღებს. 

Rating


რაც არ უნდა ბევრი ვიკამათოთ და ვბრაზდებოდეთ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ფაქტია, რომ ის სიმპატიურ ტელესახეებს შორის ნამდვილად მოიაზრება. მისი სატელევიზიო კარიერა ტელეკომპანია "მაესტროდან" იწყება, ახლა კი უკვე დიდი ხანია, თავისი ადგილი "რუსთავი 2 -ში" იპოვა. იმ დროიდანვე ყოველთვის გამოირჩეოდა ეპატაჟურობით და მას დრომ ვერაფერი დააკლო. ყოველთვის ფორმაშია და თანამედროვეობას ფეხს საგულდაგულოდ უწყობს. უფრო მეტიც, საერთოდ არ "ბერდება", ის ცნობილი ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილი გახლავთ.

Rating

შეუძლებელია, ილო ბეროშვილი ახსენო და მან მისი ენერგიულობით, ქარიზმით თუ სიმპათიურობით თავბრუ არ დაგახვიოს. მისი სატელევიზო კარიერა პირველი არხის დილის გადაცემა "ალიონიდან" იწყება, სადაც მომავალი მეუღლე ნელი აგირბა გაიცნო, წყვილი შემდეგ ერთმანეთს დაშორდა და ორი საერთო შვილი ჰყავთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, ილომ "იმედზე" დაიწყო მუშაობა, ახლა კი "რუსთავი 2"-ზე "მხოლოდ ქართულის" წამყვანია.

Rating

ტელეწამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე საკუთარი გარეგნობის გამო, ჟურნალისტიკაში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნიკა პრესის ჟურნალისტი იყო, მასზე არა ერთი სექს-სიმბოლო იყო შეყვარებული. მისმა გარეგნობამ არც მეტი არც ნაკლები საქართველოში ჩამოსული თინა კანდელაკიც კი მოხიბლა. ნიკოლოზ ხაჩიძე სხვადასხვა არხზე მუშაობდა, ბოლოს კი "მარაოზე" "უხერხული კითხვების" წამყვანი იყო. 

Rating

მსახიობი გიორგი გასვიანი ტელეეკრანზე გამოჩენამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას თეატრალურ და შოუ-ბიზნესურ წრეებში კარგად იცნობდნენ. იყო რადიოწამყვანიც, რამდენიმე წლის წინ კი, ბედი ტელევიზიაში მოსინჯა და "იბერიაზე" გადაცემა "ფაბრიკის" წამყვანია.

ნათია დედანაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
natia
კარგით რაა, სად გიორგი ვარდოსანიძე, აჩიკო სოლოგაშვილი,მაქაცარია სად ზოგიერტი აქედან
23:32 / 23-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ბელა
ვაი თქვენ პატრონს სად ილო ბეროშვილი და სად გიორგი ვარდოსანიძე, ან აგნაგობა ნახეტ ვარდოსანიძის რა ტანზე და რა სიმპატიური,
22:25 / 30-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
რახან ტელევიზიასჰი არ არის, ამიტომ გამოგრჩათ გიორგი ვარდოსანიდზეე?
16:34 / 04-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS