29 მარტი, 2018
ცნობილი ქართველი მექალთანეები - ვის უფრო მეტი საყვარელი ქალი და ცოლი ჰყავდა
ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ მექალთანეებისთვის „სუსტი სქესის“ არსებები ერთგვარი დოპინგისა და ახალ-ახალი შთაგონებების ფუნქციას ასრულებენ. რაც მეტი ცოლი, საყვარელი და შვილები ჰყავთ, მით მეტ შედევრს ქმნიან. ბევრ ფილოსოფიას მოდით შევეშვათ და ქართველ ცნობილ მექალთანეებს გადავხედოთ. შედევრების რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მექალთანე გვყავს. თუმცა, მხოლოდ მათ შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც თავიანთ სასიყვარულო ამბებს არ მალავენ.

მიშა გომიაშვილი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც რამდენჯერმე დაოჯახდა. მიშა გომიაშვილს ხშირად
უთქვამს ინტერვიუებში, რომ საყვარელ ქალს არ ღალატობდა. როდესაც სიყვარული მთავრდებოდა, ამას გულწრფელად ამბობდა და მიდიოდა. ის 9-ჯერ გახლავთ დაქორწინებული. მისი ქორწინება ყველაზე დიდხანს 5 წელს გაგრძელდა. ამ ოჯახის დანგრევის შემდეგ, გომიაშვილმა ქეთი კალანდაძეზე იქორწინა.

გიორგი გურგულია პოპულარული მსახიობია და არც ქალბატონებისგან განიცდის უყურადღებობას. პირველად 18 წლის ასაკში დაქორწინდა, მას შემდეგ გურგულიამ ოთხი ცოლი მოიყვანა, ბოლოს კი 30 წლის ლარისა გიგაურზე იქორწინა, რომელიც მისი შვილის ასაკისაა. ლარისას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და უკვე რამდენიმე წელია, ბედნიერი ოჯახი აქვთ.

Rating

ბიზნესმენი გენო მალაზონია ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ამბობენ, გენო ცოლის მოყვანაზე აქტიურად ფიქრობს, მაგრამ გარშემო იმდენი ლამაზი ქალი ახვევია, რომ ვერაფრით გააკეთა არჩევანი. „მის ანგარიშზე“ არა ერთი ცნობილი ქართველი ქალბატონია. რამდენიმე წლის წინ, როცა თიკო სადუნიშვილი “თბილისი ლაივით” დაბრუნდა ეთერში, ჭორაობა დაიწყეს სადუნიშვილისა და ბიზნესმენ გენო მალაზონიას სიყვარულის შესახებ. საჯაროდ ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. ამბობენ, რომ თიკო გენო მალაზონიამ შორენა ბეგაშვილში გაცვალა და “ბამბა რუმსის” შესასვლელში სადუნიშვილმა და ბეგაშვილმა ამის გამო თმით ითრიეს ერთმანეთი. გავრცელებული ინფორმაციით, მალაზონია მსახიობზე დაქორწინებასაც გეგმავდა, მაგრამ ეს ქორწინება ვერ შედგა. მას შემდეგ, რაც ბალერინა და ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა, ქართული პრესა მის პირად ცხოვრებაზე აქტიურად ალაპარაკდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ მან მოხიბლა ქალების გულთამპყრობელი გენო მალაზონია. გენოს ასევე ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ანი ამირიძესთან, რომელთან ერთადაც იბიცაზე დაისვენა. რამდენიმე წლის წინ, თბილისი გენო მალაზონიასა და ჯანეტ ქერდიყოშვილის რომანზეც ალაპარაკდა. თუმცა, ეს ჭორიც არ გამართლდა. ფაქტია, რომ ეს კაცი გემოვნებას არ უჩივის, რა შედევრებს ქმნის არავინ იცის, მაგრამ ლამაზი ქალები აშკარად მოსწონს და ისეთი ცოლის მოყვანა უნდა, სხვას რომ შეშურდება. 


Rating

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგონებში. გიორგის დიდი ხნის მანძილზე ჰყავდა შეყვარებული, მისი პირველი სიყვარული თამთა შალამბერიძე გახლდათ. თამთასა და გიორგის დაშორების შემდეგ, მსახიობის ცხოვრებაში სალომე ჭაჭუა გაჩნდა, მათ იქორწინეს კიდეც, თუმცა, ოჯახი მალე დაენგრათ. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის დანგრევის მიზეზი მოცეკვავე ბაბეტა გახდა. გიორგი ახლა ისევ შეყვარებულია, მისი საცოლე უმშვენიერესი იულია აირაპეტიანია.


ლევან ჯიბღაშვილი რომ მექალთანე კაცია, ახალი ამბავი არავისთვისაა.
წლების წინ, მისი და სალომე წვერაიძის რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ხალხს ეგონა, რომ ჯიბღაშვილი ტრადიციულ ქორწილსაც გადაიხდიდა, მაგრამ მოულოდნელად ბათუმელ თინეიჯერს გაუმიჯნურდა. ნინიკო ნაცარიშვილზე ჯიბღაშვილი ყველგან დიდი სიყვარულით საუბრობდა, თუმცა, ეს "ლავ სთორი" მალე დაინგრა და სკანდალებიც აქედან დაიწყო. ქართველი მსახიობი და ბიზნესმენი მარტოობით დიდხანს არ დატანჯულა. არც მეტი არც ნაკლები, ის ბავშვობის სიყვარულს შეურიგდა და ახლა ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის სიძეობისთვის ემზადება.

შეიძლება თავგზა აგებნა, მაგრამ სცადე, აბა, და დაალაგე, ვინ უფრო მექალთანეა. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
უხერხული
ცოტა უხერხული ხომ არ არის გომიაშვილისა და გურგულიას გვერდით გაურკვეველი და თავისთავში ჩამოუყალიბებელი ნარცისი ვარდოსანიძისა და უფრო გაურკვეველი ჯიბღაშვილის , რომელმაც ვითომ ცოლად 18 წლის ასაკში უკვე სამჯერ გათხოვილი ქალი მოიყვანა. მექალთანეობა ცოტა სხვა რამაა, ვიდრე ამ ბოლო ორი არსების მდგომარეობა.
09:54 / 21-09-2018
გამოხმაურება / 0 /
natia
გოგონებს გიორგი ყოველტვის მოწონდათ და მოწონტ, ნიჩიერი სიმპატიური ტიპია , არა ამბიციური და პოზიტიური, უარესი მექალტანეები არიან და არ ჩანან.
02:59 / 21-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
რა ვერ გაიგეთ, ბაბეტა არაფერშუაშია ვარდოსანიდზის შემტხვევაში, მაგრა ცდებით.ეს ლამაზმანი ი როგორც ვიცი მისი მეგობრებისგან უხოელი მეგობარი ქალია, ჯერ ჯერობიტ
22:48 / 20-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ერთცოლიანი :(
გეგე სულხანიშვილი რატომ გამოტოვეთ,? - მგონი 13-ჯერ არის დაქორწინებული და ყველა ცოლთან კაი ურთიერთობა აქვსო, ამბობენ.
05:11 / 30-03-2018
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
გურგულიას და მახინჯი ჯიბღაშვილის მექალთანეობა არ გაიშვა.
22:03 / 29-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS