„მე ელეონორა დარსალია ვარ, ტატიანას ქალიშვილი. ვპასუხობ მათ, ვინც ჩვენს გვერდით დგას მწუხარების ჟამს. ბოდიში, თუ ყველას სათითაოდ ვერ გწერთ. ჩვენ ის სამუდამოდ გვემახსოვრება და გვეყვარება, დედა იყო და დარჩება საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს მას დაემართა, თუმცა, ვამაყობ, რომ ის დედაჩემი იყო. ის დაიღუპა, როგორც გმირი, რადგან საკუთარ სიცოცხლეზე წინ ბავშვები დააყენა და სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო. ის ჩვენს გულებში
შეგახსენებთ, ტატიანა დარსალია ქართველი მასწავლებელია, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და კემეროვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს საკუთარი ქალიშვილი გადაარჩინა, თავად კი ცეცხლმოკიდებულ სავაჭრო ცენტრში სხვა ბავშვების გადასარჩენად შევიდა და ხანძარს ემსხვერპლა.