27 მარტი, 2018
ტატიანა დარსალია - კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მქონე მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა. ის კემეროვის მე-17 გიმნაზიაში ასწავლიდა. გარდაცვლილი მასწავლებლის შესახებ რუსულ მედიასთან დარსალიას მოსწავლეები საუბრობენ. ტატიანა ვიქტორის ასული დარსალია 37 წლის იყო. ის ერთ-ერთი პირველია, ვისი ცხედრის ამოცნობაც მოხერხდა.

დარსალიას მოსწავლეების თქმით, ტატიანა ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, ამასთან დირექტორის მოადგილე იყო აღმზრდელობით ნაწილში. ამავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია.

"როდესაც ხედავდა, რომ ვინმე ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის მიდიოდა მასთან და მიზეზს ეკითხებოდა.
მუდმივად ცდილობდა, გაჭირვების დროს სხვებს დახმარებოდა,"
- ამბობს დარსალიას ერთ-ერთი მოსწავლე.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS