26 მარტი, 2018
რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია
ირაკლი კვირიკაძე დღეს ყველაზე პერსპექტიული ქართველი მსახიობია. ცოტა ხნის წინ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში - "მძევლები", ირაკლის მიერ განსახიერებულმა გეგა კობახიძემ, არა მარტო ქართველი, ევროპელი მაყურებლის ყურადღებაც დაიმსახურა.

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია, ასევე არქიტექტორ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი. კახა ქორიძეც ახალგაზრდობაში რჟისორების სამიზნე იყო - ქართულმა კინომ მისი სახე "ღიმილის ბიჭებში" აღბეჭდა. წარმატებულ შვილიშვილზე სასაუბროდ AMBEBI.GE სწორედ კახა ქორიძეს ესტუმრა.

-
ბატონო კახა, როგორ შეხვდით და როგორ აფასებთ შვილიშვილის წარმატებას?

- დიდი სიხარულით შევხდი და სრულიად ვიზიარებ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებას. დაჯილდოების დღეს, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში, მასზე საოცარი სიტყვები მოვისმინე: "ირაკლის წარმატება საქართველოს კინოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. მან ნამდვილად შთამბეჭდავი გარდასახვა შემოგვთავაზა ფილმში „მძევლები“. ირაკლიმ ამ დრამაში ემოციური სიღრმე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. როგორც პროფესიონალმა მსახიობმა შეძლო, წარმოუდგენელი ოსტატობით გადმოეცა გმირის ისეთი ემოციები, როგორიც არის ვნება, გაბრაზება და მგრძნობიარე ბუნება.

Rating

"საოცარი ბუნებრიობით შესრულებული როლი, მისი უსაზღვრო ენერგია და ნიჭი, ირაკლის ხდის იმ მსახიობად, რომლის ყურება სულ გინდა“ - დიახ, ამ სიტყვებით ახსნა ჯილდოს გადაცემის წინ ევროპული კინოპრომოუშენის ჟიურის წევრმა ირაკლი კვირიკაძისთვის ევროპელი ვარსკვლავის ჯილდოს მინიჭება...



დაჯილდოების ცერემონიალს ყოველდღე ახლიდან ვუყურებ და ქართველ ხალხთან ერთად, მეც ძალიან მეამაყება. შვილებისა და შვილიშვილების წარმატება ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამქვეყნად...

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS