უკვე წლებია, რაც ნინა წკრიალაშვილი ხშირი განხილვის საგანია. რაც შეეხება ტატუს მის ცხოვრებაში, მათ რაოდენობას ის საკუთარ სხეულზე ნამდვილად არ უჩივის. თუ ოდესმე მასთან ახლოს ყოფნის პატივი გექნებათ, კარგად შეამჩნევთ ზურგზე წარწერას „რასაცა გასცემ შენია“ და მხარზე ბრილიანტს. ამით არ მთავრდება, სხვადასხვა
შორენა ბეგაშვილი უკვე წლებია, სექსუალურ ქართველ ქალთა სათავეშია. მას ხშირად აკრიტიკებენ გულახდილი ფოტოების გამო. თუმცა, მსახიობს ეს სრულებით არ ადარდებს, რაც შეეხება მის ტატუებს - ერთ-ერთი დასამახსოვრებელია ტატუ, რომელიც მკერდს შორის აქვს გაკეთებული. შემდეგი სვირინგი ბიკინის ზონაში აქვს. ასევე მაჯაზე, თითზე და კიდევ ვინ მოსთვლის, სად აღარ.
ასევე, აღსანიშნავია ტელეწამყანის თიკო სადუნიშვილის ტატუები, რომელიც მას ხელზე აქვს. მისი მკლავის ნახევარ ნაწილზე მოხატული ფერადი ტატუ თვალში ყოველთვის მოგხვდებათ და ბევრი თქვენგანის მოწონებასაც დაიმსახურებს. თიკოს ტატუ ზურგზეც აქვს გაკეთებული.
მთავარია ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა მარჯვენა ხელი ზევით ასწიოს, რომ მკერდთან არსებულ წარწერას მხოლოდ მისი ჩეულები წაიკითხავენ. ნუ, ახლა უკვე მხოლოდ ერთი რჩეული ჰყავს.
ტატუების სიმცირეს არც თამუნა მუსერიძე უჩივის. მას და მის მეუღლეს სანდრო მიკუჩაძეს ხელზე ერთმანეთისთვის საინტერესო დატვირთვის ტატუები აქვთ. ამაზე ბევრი არ უფიქრიათ, რადგან როგორც ერთ-ერთი ინტერვიუდან ვიგებთ, თურმე თამუნას ეს ყველაფერი დაესიზმრა, როგორ უნდა შეექმნათ ახალი მოხატულობები. თამუნას პირველი ტატუ გახლდათ წარწერა სანდრო, რომელიც მისი შვილის სახელია. ასევე, ფეხზე აქვს მოხატული ლოტუსის ყვავილი და ხელზე თეთრი ფერის სვირინგი, რომელიც მხოლოდ რუჯზე ჩანს. ასევე, წელზე წარწერა freedom ფერადი ბუშტით.
მომღერალი ლელა წურწუმია პირველი იყო, ვინც სცენაზე ბიუსტჰალტერით გამოვიდა. მაშინ, როცა ყველა ტაფტის კაბებით მღეროდა, ლელა წურწუმია სცენაზე უცნაური ჩაცმულობით გამოვიდა და ბევრი სამოსი ტრენდული სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. ლელა წურწუმია ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც ტატუ გაიკეთა, თან ინტიმურ ადგილზე. მან მზე ამოისვირინგა.