მაგალითად, ამ სიის საპატიო წევრებს შორის, თამამად შეგვიძლია დავასახელოთ მომღერალი ირმა სოხაძე. მართლაც, სიმღერა „დრო როგორ გავიდა“ - თავად მის შემსრულებელს ყველაზე მეტად შეეფერება და უხდება. თუმცა, დროის
აჩიკო მეფარიძე იმ მომღერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა წლოვანებასაც დღემდე ვერ ვადგენთ. ალბათ,თავის მხრივ, ესეც კარგია. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის 90-იანი წლების ექსტრავაგანტულ შემსრულებლად რჩება. აჩიკო,როგორც ამბობენ, არ ბერდება. მაგრამ აქ უფრო მის შემოქმედებით განვითარებაზე გვინდა საუბარი. მისი რეპერტუარი დღემდე „ტკბილი 90-იანების“ გადმონაშთია. როდესაც სცენაზე დგას, მისი ძველი კონცერტები გახსენდება და ის ქორეოგრაფია, რომელსაც შოუ-ბალეტ „ვერნისაჟთან“ ერთად საგულდაგულოდ ასრულებდა. სცენის ერთი კუთხიდან მეორე მხარეს რიტმული მოძრაობით, სვლები, ნუ, ხანდახან ტაშის შემოკვრაც. მისი სავიზიტო სიმღერაა „მშვიდობით“, თუმცა, ის ამით ჯერ კიდევ არ გვემშვიდობება.
„გატეხილ გულზე“ გვიმღეროდა, თუმცა, მტრის ჯინაზე დღემდე არ იტეხს გულს დათო გომართელი და არც ცდილობს, საკუთარი მუდმივი „ახალგაზრდობის“ საიდუმლო გაგვიმხილოს. მისი გრძელი ლაბადები, რომელიც დადგმებს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. არ გამოვრიცხავთ, ერთ დროს „მატრიცას“ ერთგული მაყურებელიც ყოფილიყო. თუმცა, ქართულ დარბაისლობას და თითქოს ესპანურ ტემპერამენტს ერთამენთს კარგად უთავსებს. ამიტომ არის, რომ ამ კალაპოტიდან ვერ გამოდის. რეპერტუარი და სტილი კი, როგორც იტყვიან, ერთი ერთში ჯდება. დათო არ იცვლის სტილს, მაგრამ არც დრო ცვლის მას.
დათო ხუჯაძე მაშინ გამოჩნდა და იქცა ქართველი გოგონების გულთამპყრობლად, როდესაც ამ სტატუს ენრიკე იგლესიასი მსოფლიოს მასშტაბით ინარჩუნებდა. მისი სასიყვარულო ბალადები დღემდე არ კარგავს 90-იანი წლების მუსიკალურ პოპ რიტმებს. შეიძლება იმ ლოგიკით ცხოვრობს, რომ „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ და ამ დროის დაბრუნების იმედით, არ იცვლის სტილს, რომლის ერთგულიც რჩება. ის ქართული ესტრადის ძველი „მაჩოს“ იმიჯს არ კარგავს. მოხდენილად მორგებული სათვალე, ერთ ადგილას მოძრაობა და მამაკაცურად ხელების აქეთ-იქით გაშლა სცენაზე მისი შეუცვლელი სტილია, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რომ ეს მომღერლები პროფესიონალები არიან და იცვლიან თუ არა მუსიკალურ მიმართულებას, მათი მუსიკალური განათლება და გემოვნება მათ რეპერტუარში მუდმივად იგრძნობა. უფრო მეტიც, მათ კონცერტებს ყველაზე კარგი ემოციები მოაქვს ჩვენთვის. ის ზოგს ახალგაზრდობას, ზოგს კი ბავშვობას ახსენებს.
შეგიძლიათ მათი შემოქმედება შეადაროთ და ტკბილი მოგონებებით დატკბეთ.