დედა-შვილს შინ ვესტუმრეთ და ეგვიპტურ ვოიაჟთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
- კრისტი, სოციალურ ქსელზე ვისაუბროთ, შენ დიდი ხნის „ფეისბუქელი“ ხარ...
- (იღიმება) მართლაც ასეა. მე რომ „ფეისბუქის“ პროფილი გავხსენი, ქართველი
- იშვიათად ჩნდება შენს კედელზე პოსტი...
- სტატუსებს არ ვწერ. საჯაროდ აზრების გამოხატვა არ მიყვარს. არც ვინმეს მისამართით რაღაცის თქმა. თუ ვინმესთვის რამე მაქვს სათქმელი, მირჩევნია პირადში მივწერო. სხვათა შორის, მე შემიძლია „ფეისბუქით“ ვიმკითხავო. დავათვალიერებ ფოტოებს, მეგობრებს, საერთო მეგობრებს, პოსტებს, კომენტარებს და გამოვიცნობ რა ადამიანია. ამ საიტით ბევრი ადამიანი გავიცანი, ისეთი, რომელსაც ადრე ვიცნობდი და არ მცნობია. კაი ტიპი რომ მეგონა ვიღაც, ისეთი მდაბიო ფრაზა წამიკითხავს, გავოგნებულვარ. ტელეფონშიც მაქვს „ფეისბუქი“.
- ნატაშკას დედამ უყიდა „აიფონი“ თუ მამამ?
- დედამ. ნატაშკას ისეთი დედა ჰყავს, ყველაფერს უსრულებს. იმიტომ, რომ იმსახურებს. კარგად სწავლობს, ინგლისურზე დადის, ბებიას ეხმარება.
ნატაშკა:
- ეგვიპტეშიც წამიყვანა დედამ აპრილში. აქ რომ ყველას გვციოდა, მაშინ წავედით. აქ გამათბობელი ჩავრთეთო, ბებო გვირეკავდა და ჩვენ იქ ვირუჯებოდით. პირველად ვიყავი საზღვარგარეთ. მომეწონა სასტუმრო. უზარმაზარი იყო, მაგრამ მალე ავითვისე. მეორე დილითვე ვიცოდი სად რა იყო.
კრისტი:
- ნატაშკა უფრო იყო ჩემი დედა ვიდრე მე - მისი. სად იყო მასაჟი, სად უნდა გვევახშმა, ყველაფერში ნატაშკამ გაგვარკვია.
ნატაშკა:
- სასტუმროს მომსახურე პერსონალი მომეწონა, ძალიან თბილები და მეგობრულები არიან. ზოგს ინგლისურად ველაპარაკებოდი, ზოგს - რუსულად. პირამიდები მომეწონა კიდევ, სფინქსი. ერთი ციდა ვჩანდი სფინქსთან. 20 მეტრზე ახლოს არ გვიშვებდნენ ამ ქანდაკებასთან. ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი ვნახეთ. გიდმა მითხრა, ცხვირი და ტუჩები ტუტანხამონს მიგიგავსო. ეგვიპტელს ჰგავხარო, მეუბნებოდნენ...
კრისტი:
- ყოველდღე სხვადასხვანაირად ალაგებდნენ ოთახს და ნატალია ელოდებოდა, რა სიურპრიზი დახვდებოდა.
ნატაშკა:
- კრისტის საწოლზე სათამაშოები ეყარა. მომსახურე პერსონალს ის ჩემი საწოლი ეგონა და სულ ბავშვურად რთავდნენ, შოკოლადებს ულაგებდნენ. მე ყვავილებს მიწყობდნენ ხოლმე.
კრისტი:
- დათუნია მყავდა წაყვანილი, ჩემი საყვარელი სათამაშოა და აქაც სულ საწოლში მიდევს. ამან შეაცდინა ალბათ დამლაგებელი (იცინიან).
- რით ერთობოდით იქ?
ნატაშკა:
- ჩემით ერთობოდნენ. პაროდიებს ვაკეთებდი. დედაჩემის პაროდია შემიძლია გავაკეთო, მამაჩემის. იოგას გაკვეთილებზე დავდიოდი იქ, არაბულ ცეკვაზე, აუზზე. ძალიან ლამაზი შეზლონგები იყო, ფოტოებიც გადავიღეთ.
- თქვენ რომ ფოტოები გამოფინეთ „ფეისბუქზე“, გიორგი ყიფშიძემ საკმაოდ უცნაური კომენტარი დატოვა, გაბრაზებული ჩანდა. რა საფუძველი ჰქონდა?
კრისტი:
- ჰო, ჩემი ცოლ-შვილია, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთო. წერდა, თან ცოტა უხერხული სიტყვებით იმუქრებოდა. მეც გა-მიკვირდა. მივწერე, დავურეკე კიდეც, რა მოხდა, ვინ გაგაბრაზა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ნასვამი იყო და წინასწარ თავი დაიზღვია. ყველა მწერდა მერე, რა მოხდა, ვინ გაწყენინათ, გიორგი რამ გაამწარა ასეო.
ნატაშკა:
- ამ ალბომს 400 ლაიქი და 200 კომენტარი ჰქონდა. არადა, ფოტოებს ტელეფონით ვიღებდით.
- კრისტი, წლევანდელ მოდის კვირეულზე რას იტყვი, კმაყოფილი ხარ?
- რომ არსებობს, ესეც ძალიან მიხარია. მეტი მინდა, რა თქმა უნდა, მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ... კარგად შეფუთული იყო, თუ თბილისის მასშტაბებს გავითვალისწინებთ. უბრალოდ, მინდა ისეთი ხალხი ესწრებოდეს ამ კვირეულებს, რომელთაც ესმით მოდა, კრიტიკაც შეუძლიათ და თავადაც შესაფერისად გამოიყურებოდნენ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც მართლა ემზადება ამ დღისთვის, ტანსაცმელს არჩევს, დრესკოდს იცავს. ყველას თავისი სტილი აქვს, თავისი გემოვნება. შეიძლება ჩემი სტილიც აღიზიანებს ვიღაცას...
- წარმოუდგენელია... ახლა მითხარი, ფორმის შენარჩუნებას როგორ ახერხებ, რამდენ დროს უთმობ თავის მოვლას?
- ამისთვის ალბათ ჩემს მშობლებს უნდა ვუმადლოდე. არ ვიკლავ თავს არც დიეტებით და არც დიდ დროს ვუთმობ თავის მოვლას. რუჯი ყოველთვის მაქვს, ზამთარში სოლარიუმს ვსტუმრობ ხოლმე, თუმცა ახლა უკვე ნაკლებად. სხვა ფერია სოლარიუმის რუჯი. ეგვიპტის რუჯი სულ სხვაა. მახსოვს, ინდოეთიდან ოქროსფერი ჩამოვედი. თან არ ვიწვები. ეტყობა გენებია ის, რომ ცელულიტი არ მაქვს, არადა, 35 წლის ვარ უკვე. სილამაზისთვის ძილიც აუცილებელია. სწორი კვება ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ფორმის შესანარჩუნებლად. მარტში ავარიაში მოვყევი, ძროხას დავეჯახეთ. ჩემ თვალწინ გამოჭრეს ყელი საწყალს, ისე ცუდად გავხდი... მას მერე ხორცს ვეღარ ვჭამ. პურსაც მაქსიმალურად ვზღუდავ, არის დღეები, როცა ხაჭაპურსაც გეახლები, პიცასაც და ბევრ გემრიელ კერძსაც, მაგრამ განტვირთვის დღეებში მხოლოდ მაწონს ვჭამ. მი-ყვარს ცეკვა, სულ ვცეკვავ, ნატაშკა დამცინის ხოლმე, შემიძლია თან საქმე ვაკეთო და თან ვიცეკვო.
- კრისტი, სად გაქრა ბიჭი, რომელმაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირდაპირ ეთერში სიურპრიზი მოგიწყო?
- თაზოსთან დაშორებული ვიყავი უკვე, როცა ეს გააკეთა... რაღა დროს ეგ ბიჭია... სცენაზე ჩხუბს ხომ არ ავტეხდი. შოკში იმიტომ ჩავვარდი, რომ ვიცოდი, თბილისში არ იყო.
- აღარ გაქვს მასთან კონტაქტი?
- არა.
ნატაშკა:
- მე ვკონტაქტობ თაზოსთან. დაბადების დღეებს ვულოცავთ ერთმანეთს. ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს.
- დედიკოს სხვა თაყვანისმცემლებთანაც ხომ არ მეგობრობ?
- არა. არც მინდა, რომ ჯერ გათხოვდეს. მინდა, რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ არ მინდა, ვინმეს მამა დავუძახო. მე ჩემი მამა მყავს და მარტო მას ვეძახი მამას.
კრისტი:
- მერედა, ვინ თხოვდება, ან ვინ გეუბნება მამა დაუძახო ვინმეს?!
ნატაშკა:
- ეჭვიანი გავხდი ბოლო დროს. თუ შეუყვარდება ვინმე და დამიმალავს, ძალიან გავბრაზდები.
კრისტი:
- რომელ გათხოვებაზე მელაპარაკები. ოფიციალურად ისევ მამაშენთან ვარ ქორწინებაში.
- გიორგის გვარს რომ ატარებ დღემდე, ეს მის ცოლს არ აღიზიანებს?
- არ ვიცი, გიორგის ცოლს რა აღიზიანებს, მაგრამეს არც ერთს არ გვიშლის ხელს... თუ ოდესმე ვინმე შემიყვარდა, გავთხოვდი და ჩემმა ქმარმა ხელმოწერა მთხოვა, აუცილებლად შევიცვლი გვარს. სხვათა შორის, არ მყვარებია არასდროს.
- როგორ, გიორგის უსიყვარულოდ გაჰყევი ცოლად?
- არ გავყევი, მომიტაცა გიორგიმ. ძველი ამბავია. ამაზე ლაპარაკი არ ღირს... უკვე დიდი ხანია მარტო ვარ. ხელზე ტატუ გავიკეთე, წითელი პატარა გული. არავინ მყავს და აქ მაინც მქონდეს ჩემი სიყვარული სიმბოლურად. ეს მეორე ტატუა. ადრე მზე გავიკეთე ფეხზე... გიორგის რაც შეეხება, როგორც უახლოეს ნათესავს, ისე ვუყურებ. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ, ვახლობლობთ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“