უკვე ცნობილი გახდა, რომ „chek-in Georgia“-ს ფარგლებში ანაკლიაში “Gem Fest” აღარ ჩატარდება. თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა აცხადებს, რომ წელს “Gem Fest”-ს დამოუკიდებლად ჩაატარებს. ამის შესახებ, მან „რეიტინგს“ განუცხადა.
- “Gem Fest”-ი წელს აუცილებლად ჩატარდება. ის
- თქვენს პოსტებში ჩანს, რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდით, ამბობთ, რომ მთავრობის მხარდაჭერა არასანდო ვალუტაა, ვისთან გაქვთ დაპირისპირება და რას გულისხმობთ არასანდო ვალუტაში, რაში არ დაგიდგათ სახელმწიფო გვერდით?
- ახლა საუბარს რა აზრი აქვს, ჩავლილია ფესტივალი, წინ 2018 წელია, არასანდო ვალუტაში ის ვიგულისხმე, რომ პრობლემების დროს მთავრობა განზე დგება და ხელს ორგანიზატორისკენ იშვერს.
- ცნობილია, რომ “Gem Fest”-ი წელს აღარ ჩატარდება “chek in Georgia“-ს ფარგლებში...
- ძალიან კარგი თუ არ მოხვდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ ანაკლიაში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. მე ისევ ჩემი ძალებით გავაკეთებ ყველაფერს, როგორც 2014 და 2015 წლებში. სპონსორებიც გვყავს, საერთაშორისო კომპანიები გვაფინანსებენ. “Gem Fest”-ი წელს 9-12 აგვისტოს ჩატარდება. უკვე ბილეთებიც კი იყიდება. ჩემს კოლეგებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ სახელმწიფო ფულს მოკიდებენ ხელს. მაგას მოყვება პრობლემები. მე ვიმეორებ. არ მინდა მათი ფული, არ მინდა არც მიწა , არც მხარდაჭერა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ბევრი ფული აიღეთ სახელმწიფო დაფინანსებიდან და ვალებიც კი არ გადაიხადეთ, რა მოხდა რეალურად...
- ერთი კაპიკი არ ამიღია. „ბლექ სი არენამ“ თვითონ დაჯავშნა 10 არტისტი და მათ გადაუხადეს ფული პირდაპირ. შემდეგ კიდევ 100 არტისტი ჩამოიყვანა. სულ 500 არტისტი გვყავდა.
- საგამოძიებო სამსახური “Gem Fest“-ზე არსებულ, შესაძლო ფინანსურ დარღვევებს იძიებს, რა ეტაპზეა გამოძიება?
- ის შპს ისევ დაყადაღებულია, წელს სხვა შპს აკეთებს ფესტივალს. ჩემი კომპიუტერი და პირადი ნივთები - ავეჯი და დროშები ისევ ფინანსურ პოლიციაშია. გამოძიება გამყინვარების სტადიაშია.
- გადაიხადეთ ვალები?
- ნაწილობრივ გადავიხადეთ.