21 მარტი, 2018
"არ მინდა მათი ფული, არ მინდა არც მიწა და არც მხარდაჭერა" - გიორგი სიგუა "Gem fest" -ის დეტალებზე
მუსიკალური ფესტივალი „ჯემ ფესტი“ შარშან სკანდალურად დასრულდა. ფესტივალზე წარმოქმნილ შესაძლო ფინანსურ დარღვევებს საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე იძიებს, თუმცა, ჯერჯერობით არც დანაშაული გამოკვეთილა და არც არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. შარშანდელი სკანდალის შემდეგ, ფესტივალის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

უკვე ცნობილი გახდა, რომ „chek-in Georgia“-ს ფარგლებში ანაკლიაში “Gem Fest” აღარ ჩატარდება. თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა აცხადებს, რომ წელს “Gem Fest”-ს დამოუკიდებლად ჩაატარებს. ამის შესახებ, მან „რეიტინგს“ განუცხადა.

- “Gem Fest”-ი წელს აუცილებლად ჩატარდება. ის
ფართი თუ არ გადმოგვცეს იჯარით, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა, ფესტივალს კერძო ტერიტორიაზე ჩავატარებთ. თუ მოგვცემენ ფართს ხომ კარგი, თუ არადა კერძო მიწაზე ჩავატარებთ.

- თქვენს პოსტებში ჩანს, რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდით, ამბობთ, რომ მთავრობის მხარდაჭერა არასანდო ვალუტაა, ვისთან გაქვთ დაპირისპირება და რას გულისხმობთ არასანდო ვალუტაში, რაში არ დაგიდგათ სახელმწიფო გვერდით?


- ახლა საუბარს რა აზრი აქვს, ჩავლილია ფესტივალი, წინ 2018 წელია, არასანდო ვალუტაში ის ვიგულისხმე, რომ პრობლემების დროს მთავრობა განზე დგება და ხელს ორგანიზატორისკენ იშვერს.

- ცნობილია, რომ “Gem Fest”-ი წელს აღარ ჩატარდება “chek in Georgia“-ს ფარგლებში...
- ძალიან კარგი თუ არ მოხვდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ ანაკლიაში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. მე ისევ ჩემი ძალებით გავაკეთებ ყველაფერს, როგორც 2014 და 2015 წლებში. სპონსორებიც გვყავს, საერთაშორისო კომპანიები გვაფინანსებენ. “Gem Fest”-ი წელს 9-12 აგვისტოს ჩატარდება. უკვე ბილეთებიც კი იყიდება. ჩემს კოლეგებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ სახელმწიფო ფულს მოკიდებენ ხელს. მაგას მოყვება პრობლემები. მე ვიმეორებ. არ მინდა მათი ფული, არ მინდა არც მიწა , არც მხარდაჭერა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ბევრი ფული აიღეთ სახელმწიფო დაფინანსებიდან და ვალებიც კი არ გადაიხადეთ, რა მოხდა რეალურად...
- ერთი კაპიკი არ ამიღია. „ბლექ სი არენამ“ თვითონ დაჯავშნა 10 არტისტი და მათ გადაუხადეს ფული პირდაპირ. შემდეგ კიდევ 100 არტისტი ჩამოიყვანა. სულ 500 არტისტი გვყავდა.

- საგამოძიებო სამსახური “Gem Fest“-ზე არსებულ, შესაძლო ფინანსურ დარღვევებს იძიებს, რა ეტაპზეა გამოძიება?
- ის შპს ისევ დაყადაღებულია, წელს სხვა შპს აკეთებს ფესტივალს. ჩემი კომპიუტერი და პირადი ნივთები - ავეჯი და დროშები ისევ ფინანსურ პოლიციაშია. გამოძიება გამყინვარების სტადიაშია.

- გადაიხადეთ ვალები?

- ნაწილობრივ გადავიხადეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზუზი
და ისიც მთავრობამ გითხრა ფესტივალზე ერთი ჭიქა სასმელი 100 ჯერ ძვურად გაყიდეო?
00:42 / 25-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS