„რეიტინგმა“ გადაწყვიტა წარმოგიდგინოთ ყველაზე ლამაზი უკანალის მქონე ქართველი ვარსკვლავები.
როდესაც ამ სიის განხილვას ვიწყებთ, შეუძლებელია, პირველ რიგში, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი არ გაგვახსენდეს. შორენა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და დიდ დროს უთმობს ვარჯიშს. ის ყველა ინტერვიუში
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი აშკარაა, რომ ზარმაცია, ამიტომ არ ვარჯიშობს და დაბერებას პლასტიკური ქირურგიის წყალობით ებრძვის. ნინა პლასტიკურ ოპერაციებზე ხმამაღლა ლაპარაკობს და არ მალავს, რომ სხეულის კორექციას ხშირად ბანკის ვალებით იტარებს. რამდენიმე წლის წინ, ნინამ საჯდომის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რისთვისაც ბანკში განვადება გააკეთა.
კესარია აბრამიძის სილამაზე საზოგადოების განსჯის საგანი არა ერთხელ გამხდარა. კესოს სილამაზე გენეტიკურად, დედისგან გადაეცა, თუმცა, ზოგჯერ პატარ-პატარა კორექციასაც მიმართავს. მას ისეთი აღნაგობა და გარეგნობა აქვს, ბევრ ქალს რომ შეშურდება.
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე უკანალის დემონსტრირებას არ ერიდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თამამი ფოტოსესიები მისი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. თამო ვაშალომიძე პლასტიკურ ქირურგიას ჯერჯერობით არ წყალობს და როგორც თავად ამბობს, მისი გარეგნობა მისი გენეტიკის დამსახურებაა.
ქართველ მოდელებს შორის ერთ-ერთია ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელსაც უნდა აღინიშნოს, რომ იდეალური პარამეტრები აქვს. გრძელი ფეხები, სიმაღლე და მოდელისთვის იდეალური ფორმის უკანალი, რომლის დემონსტრირებასაც ხშირად ახდენს ფოტოებში. ნანუკამ რამდენიმე წლის წინ, საკუთარი საჯდომი დააზღვია კიდეც.
მოდელი და ფიტნეს გოგონა ალექსანდრა პაიჭაძე თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს თამამი ფოტოებით, სადაც ყოველთვის ხაზგასმულია მისი სხეულის სექსუალური ფორმები. ალექსანდრა სექსუალური საჯდომის ფორმებისთვის ბევრს ვარჯიშობს და შედეგიც სახეზეა.