"მე მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ვმუშაობდი ტელეკომპანია "იმედში", თუმცა, "იმედის" თანამშრომლის მხრიდან არა. უბრალოდ ეს ძალიან ცნობილი პროდიუსერია, ვისზეც საუბარი მაქვს. მაშინ ვარჩიე უბრალოდ წამოვსულიყავი და არ შემდგარიყო ის პროექტი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ტორონჯაძემ.