"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული კატოსა და სანდროს რომანის გამოც იყო... ვინაიდან სერიალის სეზონი დაიხურა, მაყურებელი ინტერესით ელის, გაგრძელდება თუ არა რომანი, რომლის გამოც კატო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და არც სანდროსთვის დაუკლიათ აგრესია... გვესაუბრება სანდროს როლის შემსრულებელი გიორგი ნაზარიშვილი:
- თქვენი გმირი სერიალში ყველაზე გაწონასწორებული იყო, მაგრამ ბოლო დროს განსჯის საგანი გახდა... თქვენ თვითონ როგორ უყურებთ თქვენი გმირის საქციელს?- როგორც როლს, ისე აღვიქვამ, არაფერი განსაკუთრებული... რეალურ ცხოვრებაში ჩემი გმირი საერთოდ არ მგავს.
ბოლო ისტორიას ვგულისხმობ: ღალატი და მსგავსი რამ ძალიან შორს არის ჩემგან... საერთოდ კი ჩემი გმირი მომწონს. რომ არ მომწონდეს, არც ვითამაშებდი. უბრალოდ მის ბოლოდროინდელ საქციელს არანაირად არ ვამართლებ!
- საზოგადოება აღაშფოთა მისმა საქციელმა და აგრესია თქვენზეც ხომ არ გადმოვიდა, პიროვნულად?- არა... ჯერჯერობით აგრესია არ ყოფილა. უბრალოდ, რამდენიმემ გულისტკივილით მითხრა, მარტო შენ იყავი კარგი პერსონაჟი და ბოლოს როგორ აურიეო...
განაგრძეთ კითხვა: