თამარ ჩერგოლეიშვილი:
- "რუხ კარდინალობას" ლევან რამიშვილს ვერანაირად ჩამოვართმევ (იცინის). ასე რომ, შეგიძლიათ, ისევ ის მოიაზროთ (იცინის).
- ადრე, თქვენს მეუღლე გიგა ბოკერიასაც ერთ-ერთ არაფორმალურ მმართველად მოიაზრებდა ზოგი.
- გიგა რანაირი "რუხი კარდინალი" იქნებოდა, თანამდებობაზე იყო. ასეთი მხოლოდ ლევან რამიშვილი იყო, შეთქმულების თეორიის მიხედვით, და დაე, მანვე შეინარჩუნოს ეს ტიტული (იცინის).
- დღეს ვინ არის?
- ეს მთავრობა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა და აქ არანაირი რუხობა არ არსებობს, ისევ ლევან რამიშვილს მივაკუთვნებ მაგ პოსტს (იცინის). ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი რამ გაარუხა, ისედაც ვხედავთ, რაც კეთდება მის შეძახილზე - ერთს იტყვის და ხეებს რგავენ მისი სურვილის მიხედვით, მთელი სახელმწიფო უწყებები. "რუხი" კი არ უნდა ჩანდეს, უხილავი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა, რუხი იყოს, მაგრამ არ გამოსდის (იცინის).
- თქვენი აზრით, თვითონ ბიძინა ივანიშვილის უკან ვინ დგას? მაგალითად, მიხეილ სააკაშვილზე ამბობდნენ, რომ აშშ უმაგრებდა ზურგს.
- ბიძინა ივანიშვილის უკან მის მეუღლეს მოვიაზრებ, რადგან ყველა წარმატებული კაცის უკან წარმატებული ქალი დგას. რაც შეეხება ქვეყანას, ვერაფერს გეტყვით.
განაგრძეთ კითხვა: