14 მარტი, 2018
რა გეგმები აქვს "ცოდნა ფულიას" გამარჯვებულ ლაშა სამჭკუაშვილს
25 წლის ლაშა სამჭკუაშვილი, რომელიც "ტელე იმედის" შოუ "ცოდნა ფულიას" გამარჯვებული და 25 000 ლარის მფლობელი გახდა, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ამჟამად "ჯოენის" კლინიკაში ექთნად მუშაობს, მომავალში კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგობას გეგმავს. ბუნებრივია, ასეთი დასამახსოვრებელი გამარჯვების შემდეგ, ლაშა სრულიად საქართველოსთვის საინტერესო ახალგაზრდა აღმოჩნდა. იგი ამჯერად mshoblebi.ge-ს მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს:

- როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას ოჯახის წევრები?

- ძმა მყავს. სწორედ მან დაურეკა ოჯახის წევრებს ჩემი გამარჯვების შესახებ და არ დაუჯერეს, სანამ მე თვითონ არ დაველაპარაკე. პატარა
იმედი ყველას ჰქონდა, მაგრამ გამარჯვებას არავინ ელოდა, მათ შორის არც მე. ახლობლების რეაქციები არ მახსოვს, მთვრალი ვიყავი. მეგობრებთნ ერთად აღვნიშნე გამარჯვება და მერე მივედი სახლში.


- გამარჯვების მოსაპოვებლად, საკუთარი ინტელექტის გარდა, რამდენად გადამწყვეტი აღმოჩნდა შენთვის იღბალი?
- პირველ რიგში, გადამწყვეტი იღბალი იყო, მერე უკვე სხვა დანარჩენი. ჩემი აზრით, ასეთ დროს უნდა გაგიმართლოს.



- როგორი იყო გამარჯვების შემდეგი დღე?

- ჯერ ხომ გადაცემის ჩაწერა იყო და სანამ ეთერში გავიდოდა ეს ყველაფერი ჩემმა ახლობლებმა უკვე იცოდნენ. აი, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ უამრავი ადამიანი მილოცავდა, რაც ძალიან მახარებდა.



- აღნიშნე, რომ მოგებული თანხით აპირებ იაპონიაში წასვლას. გეგმები ხომ არ შეგიცვლია?

- დიდი ალბათობით, წავალ.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS