14 მარტი, 2018
ქართული შოუ-ბიზნესის ყოფილი ვარსკვლავები, რომლებმაც პოპულარობა ოჯახზე გაცვალეს
ქართულმა შოუბიზნესმა რომ თავის დროზე აღმავლობა დაიწყო, ამ დიდების გზაზეც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც რომ ვარსკვლავებს წყვეტდნენ. დღესდღეობით, ისინი ამ ელიტარულ რიგებს აღარც მიეკუთვნებიან, მეტიც მუსიკალურ ასპარეზზეც კი აღარ ჩანან.



ქეთი მერკვილაძე
- ოდნავ თამამად ჩაცმული გოგონა, გიტარით ხელში, ბევრისთვის ადვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ის ჩვენი დროის ქართველი ტეილორ სვიფტი იქნებოდა. მისი სავიზიტო სიმღერა, „მშვენიერ ქალს“ თითქმის ყველგან ისმოდა და მელომანების “play list“-ში სასურველ ადგილს იკავებდა. ბევრისთვის პასუხგაუცემელი რჩებოდა, თუ რატომ აღარ ჩანდა არსად ვარსკვლავი. მან
წლების წინ განაცხადა კიდეც, რომ სცენას იმ ადამიანებმა ჩამოაშორეს, რომლებსაც ძალიან ენდობოდა. რაღაც დროის შემდეგ კიდევ მოსინჯა ძალები მუსიკალურ კარიერაში, სიმღერაც ჩაწერა, კლიპიც გადაიღო, თუმცა, უშედეგოდ. ის ამჯერად ოჯახური ცხოვრებითაა დაკავებული.

Rating

ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი - აგნესა, დიდი ხანია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ის მეორედ გათხოვდა და სამარაში ცხოვრობს. მისი მუსიკალური კლიპები ქართველი მსმენელისთვის ახალი ხილი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას ქართველ ბრითნი სფირსსაც კი უწოდებდნენ.

Rating

მაშინ მუსიკალური ჩარტების სიმცირეს ნამდილად არ ვუჩიოდით და ამ სიის უპირობო ლიდერი თამთა გოგუაძე გახლდათ. განსაკუთრებით პოპულარული იყო სიმღერა „შენი ბრალია“ , რომელიც მეუღლესთან აჩიკო ცანკაშვილთან ერთად ჩაწერა. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ოჯახის დანგრევის შემდეგ, თამთა ანსამბლ "სამაიასთან" ერთად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და კონცერტებს მართავდა. მომავალი მეუღლე, გიორგი აბულაშვილიც სწორედ "სამაიაში" გაიცნო. თამთა გოგუაძის წარმატებაში დიდ როლს თამაშობდა მამამისი, რომელიც ქალიშვილს ყოველთვის გვერდით ედგა.

Rating

სამმა მშვენიერმა გოგონამ, რომლებიც საზოგადოების წინაშე ჯგუფი „სეთის“ სახელით გამოჩნდნენ, ძლიერი სქესის წარმომადგენელბის დიდი ყურადღება მიიქცია.
"სეთის" თავდაპირველ შემადგენლობაში თიკა ფაცაცია, ეკა გაბიტაშვილი და სოფო მასხულია იყვნენ. ჯგუფის სახელიც სწორედ მათი ინიციალების მიხედვით შეიქმნა. შემდეგ თიკა გათხოვდა, ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერას შეუდგა. ჯგუფში კი ის ნათია ნებიერიძემ ჩაანაცვლა, ამიტომ ჯგუფი "სეთის" სახელწოდება "ენსი" გახდა. სამწუხაროდ, ჯგუფმა წლებს ვერ გაუძლო და დაიშალა. ეკა გაბიტაშვილი ახლა საოპერო მომღერალია, სოფო მასხულია საკრებულოს თანამშრომელი, თიკა ფაცაცია სოლო კარიერას აგრძელებს, ხოლო ნათია ნებიერიძე ულამაზესი შვილების აღზრდით არის დაკავებული. 

Rating

ძირძველი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფი იყო „ემი“ - დები ია და ეკა მანიჟაშილები. მათი ლირიკული სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წლებია, მათ შესახებ აღარაფერი გვსმენია. ვიცით, რომ ია მეუღლესთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, ხოლო ეკა ოჯახური საქმიანობითაა დაკავებული. რამდენიმე ხნის წინ, მათ “come back“-იც ჰქონდათ, ახალი ვიდეო კლიპი წარმოადგინეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ძველი დროის გახსენება იყო.


Rating

ბუკა მანაგაძის გამოჩენას ქართულ შოუ-ბიზნესში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბუკა პირველი მომღერალი იყო, რომელიც მიმზიდველი ფორმების დემონსტრირებას კლიპებში არ ერიდებოდა. მას პროდუსერობას ნატო დუმბაძე უწევდა და ბუნებრივია, გოგონას გამოჩენას არნახული წარმატება მოჰყვა. ის ერთ-ერთი კომპანიის სახეც გახლდათ, თუმცა ოჯახი შექმნა და ესტრადას ჩამოშორდა. 





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანი
უკაცრავად ქართველი ჟურნალისტებისთვის ასე ძნელია ინფოების გადამიწმება? ეკა მანიჟაშვილი ბაზის ბანკის სამი ფილიალის მენეჯერი და ქართულ ამერიკული ბაღის დამფუძნებელი და მენეჯერია ბუკა მანაგაძე დანკინ დონატსის მენეჯერი ესე რთულია გაადამოწმოთ და წეროთ????
19:52 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS