ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, მაყურებელს თავად მაია ასათიანმა მიმართა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ ეთერში მალე დაბრუნდება.
მაია ასათიანის შესახებ, თბილისში ათასი ჭორ-მართალი გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, გადაცემა „პროფილი“ ეთერში აღარ დაბრუნდება. არსებობს მეორე ვერსიაც, თითქოს ტელეწამყვანი კლინიკაში წევს.
ზუსტად ერთი
მაია ასათიანის ეთერში დაბრუნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის ყოველთვის ცდილობდა თავისი ტკივილი მაყურებლის წინაშე არ გამოეტანა.
„რეიტინგმა“ სცადა გაერკვია, სად არის რეალურად მაია ასათიანი და დაბრუნდება თუ არა „პროფილი“ ეთერში. ამიტომ ნიკა გვარამიას დავუკავშირდით.
- ბატონო ნიკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ასათიანი ეთერში აღარ დაბრუნდება, მართალია?
- „პროფილი“ ეთერში ნამდვილად დაბრუნდება, თუმცა, როდის ჯერ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.