06 მარტი, 2018
ირაკლი მაქაცარიას "კოზირი", ფლირტი და ახალი გამოწვევები
"არ მიყვარს იმის აფიშირება, რაც გულის სიღრმეში მაქვს", "ის არ ცნობს ფლირტს, ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია. საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს. მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი. თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მისთვის ნებისმიერი გამოწვევა მისაღები და სტიმულის მიმცემია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგთა პროგნოზს ყოველდღიურად ვეცნობი, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ
წამიკითხავს. ზოგადად, ასტროლოგიის მჯერა.

- ბუნებით ლიდერი ხარ? საქმის კეთებისას პირველობა გჩვევია?
- კი, მებრძოლი ხასიათით გამოვირჩევი. ლიდერობის სურვილიც ყოველთვის მაქვს.


- ბავშვივით გულწრფელი და გულუბრყვილო ხარ?

- სამწუხაროდ, ასეა.

- სამწუხაროდ, რატომ?
- ეს თვისება მაზარალებს. გულწრფელობისა და გულუბრყვილობის გამო, პრობლემები არაერთხელ შემქმნია, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. გზაზე რამდენი "ფეხის გადაბრუნებაც" უნდა მქონდეს, არ შემიძლია ადამიანებს ეჭვის თვალით, ჩასაფრებულის პოზიციიდან ვუყურო. როცა ადამიანი მელაპარაკება, მისი მჯერა. ფაქტია, უმეტეს შემთხვევაში, იტყუებიან.

- რომანტიკოსი ხარ?
- არა, რომანტიკისგან შორს ვარ.

- ადვილად გიყვარდება?
- სიყვარული ჩემთან რთულად მოდის. ძალიან მინდა, შეყვარებული ვიყო, მაგრამ ამას ხელოვნურად ვერ გავაკეთებ. წარსულში მყვარებია, ერთგულება ჩემი გამოკვეთილი თვისებაა. მაქსიმალისტი ვარ, სიყვარულში საშუალოს არ ვცნობ, ამ გრძნობისგან გაგიჟებული უნდა ვიყო (იხილეთ ვრცლად...)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS