05 მარტი, 2018
"როგორც ხედავს და ესმის პატრიოტიზმი ისე გამოხატავს" - როგორ აფასებენ ქეთა თოფურიას განცხადებას ქართველი მომღერლები
ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა გუშინ თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა და ინსტაგრამზე ის მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და ინსტაგრამზე დაწერა, რომ საქართველოს დედა სააკაშვილმა მო***ნა და არა პუტინმა.

რას ფიქრობენ ქეთა თოფურიას გუშინდელ განცხადებებზე ქართველი მომღერლები, ამის გასარკვევად მათ დავუკავშირდით. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბევრმა მისი პოზიცია დაგმო, მაგრამ საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. იყვნენ ისეთებიც,
ვინც თვლის, რომ ამ თემის ტირაჟირება არ უნდა მოხდეს.

ანრი ჯოხაძე:
მე ვნახე, რომ ქეთა თოფურიამ ხალხს მოუწოდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ასეთ აქციაში შესაძლოა, ქართველი მომღერლებიც იყვნენ ჩართული. მე კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მის განცხადებას, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რატომ გიკვირთ ეს განცხადება რუსეთში მოღვაწე მომღერლისგან? როგორც ხედავს და ესმის პატრიოტიზმი, ისე გამოხატავს.

გიორგი უშიკიშვილი:
ჩემი აზრით, სრულიად არაადეკვატური განცხადებაა ის, რაც თოფურიამ თქვა. ეს არის იმის დადასტურება, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ინტერესები მატერიალური კეთილდღეობის გამო გაცვალო მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებზე. ვერასდროს ამოვხსნი, ქართველმა ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს. ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც არის კონკრეტული ქვეყნის მტერი.

გიგა კვენეტაძე: მე ვერ ვხვდები, რატომ აქვს აგრესია ზოგიერთ პიროვნებას რუსეთში წარმატებულ ქართველებზე, მინდა, დავაფიქსირო და ვთქვა ეს ქართველი ხალხის აზრი არ არის, როგორც ამბობენ ის სუბიექტები, ვისაც რეალურად ქართველი ერის ტკივილი არ აღელვებს, ქეთა თიფურია ჩემი უახლოესი და ოჯახის წევრია, ის რუსეთის მოქალაქეა, როგორც მე და აქვს უფლება წავიდეს არჩევნებზე და თავისუფალი აზრი დააფიქსიროს, ჩვენ არ გვავიწყდება რაც ერთი წამით, სად დავიბადეთ, სად გავიზარდეთ და რომელი ქვეყნის დესპანები ვართ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქართველო.

დათო ხუჯაძე: რა გითხრათ, ცუდი გოგოა თუ კარგი? მან დაწერა არჩევნებზე მიდითო და ამის გამო ვიღაცეებმა სოციალურ ქსელში „მიასხეს“. წარმოდგენა არ მაქვს, ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ.

ერეკლე დეისაძე: ქეთა თოფურია არ წარმოადგენს ჩემთვის იმ პერსონას, რომელზეც ერეკლე დეისაძემ კომენტარები უნდა გააკეთოს.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
თოთო ბავშვი
აუ ამ სურათის დანახვაზე რძე მომინდა გიჟივით
14:06 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
mmm
აუ დეისაძეც რომ უღირსად ჩაგთვლის, ესეიგი მაგარ შარში ხარ რაა
14:05 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
იზი
უშიკიშვილიიი!!! არადეკვატური არის საქციელი როცა მატერიალური კეთილდღეობის გამო შენ ერთმა რიგითმა მომღერალმა სრულიად ურცხვად შეიფერე ერთი რიგითი "მუსიკათმცოდნე" "პოვარ" "პროკურორ" შოუმენის შეფასება ხალხური მუსიკის ერთადერთი ცოცხალი გენიოსი რომ გეძახა, უხერხული ღიმილიც არ გაგკრთომია ფუნთუშა ლოყებზე, გაწითლებას ვინ ჩივის. ნეტა ერთი ვინ რას ელოდა... რუსეთში პრინცესადცხოვრობს ქალი და რაც დაავალეს იმაზე უშიკიშვილი არ ავარდესო უარს იტყოდა? რა იცვლება ჩვენთვის ამით, ან რა შეიცვლებოდა პირიქით რომ ეთქვა.
11:19 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ანრი ჯოხაძეს და მისნაირებს.
ანრი ბატონო, ასე მოგმართავ მიუხედავად იმისა, რომ ასაკით უფროსი ვარ. ერთი კითხვა მაქვს და არა მხოლოდ. ან ქეთის რას ერჩით, რომელმას ამხელა წარმატებას მიაღწია რომლის მსგავსი არც კი დაესიზმრება ბევრ დღევანდელ აქაურ ხელოვანს. მეორე - კარგად გააანალიზეთ რა ხდება მსოფლიოში და მერე ილაპარაკეთ, და არა ისე, როგორც დღეს საუბრობთ შაბლონებით და მოწოდებული ყალბი კლიშეებით. დაფიქრდეს ყველა რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
11:10 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
სადუნა
ერეკლე, დონე ხარ. რა კომენტარია? ლაკონური და განმგმირავი, ყოჩაღ, მეამაყები
00:01 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელი
ვინმე ერეკლევ! გეთანხმები შენ ისევე ვერ შესწვდები ქეთას,როგორც მელა ძეხვს...დაოკდი,შენი უაზრო აზრი აინტერესებს ვინმეს????
23:21 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
მატასი
ერეკლე ამ შემთხვევაში ძალიან მიყვარხარ :დ
22:33 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
aburjga
ვითხოვ აშშ-ს მთავრობამ შეწყვიტოს გამალებული შეიარაღება და გამოთავისუფლებული თანხებით საქართველოს ყველა ოჯახს ყოველ თვეში$1000. დოლარი კომპენსაცია დაუნიშნოს!
22:08 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
უშიკიშვილო
ქეთა თოფურია ქვეყნის მოღალატეა? და შენ ვინ ხარ? შე ქურდბაცაცავ? გაგახსენო რა მოიპარე და მიისაკუთრე? ხალხო უშიკიშვილის გმირობის და სამშობლოს გულაჩუყებული სიყვარული თუ გინდათ გაიგოთ რამხელაა, მუსსაზოგადოებას კითხეთ!!!
21:04 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რატომ გადაირია ეს ხალხი ვერ ვხვდები და ერეკლე დესაძე საერთოდ ვინ მიგდია საერთოდ ვინმეს ან რამეს წარმოადგენს? მაგან სხვაზე რა უნდა ილაპრაკოს ვერ ვხვდები
18:32 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS