05 მარტი, 2018
"როგორც ხედავს და ესმის პატრიოტიზმი ისე გამოხატავს" - როგორ აფასებენ ქეთა თოფურიას განცხადებას ქართველი მომღერლები
ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა გუშინ თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა და ინსტაგრამზე ის მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და ინსტაგრამზე დაწერა, რომ საქართველოს დედა სააკაშვილმა მო***ნა და არა პუტინმა.

რას ფიქრობენ ქეთა თოფურიას გუშინდელ განცხადებებზე ქართველი მომღერლები, ამის გასარკვევად მათ დავუკავშირდით. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბევრმა მისი პოზიცია დაგმო, მაგრამ საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. იყვნენ ისეთებიც,
ვინც თვლის, რომ ამ თემის ტირაჟირება არ უნდა მოხდეს.

ანრი ჯოხაძე:
მე ვნახე, რომ ქეთა თოფურიამ ხალხს მოუწოდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ასეთ აქციაში შესაძლოა, ქართველი მომღერლებიც იყვნენ ჩართული. მე კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მის განცხადებას, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რატომ გიკვირთ ეს განცხადება რუსეთში მოღვაწე მომღერლისგან? როგორც ხედავს და ესმის პატრიოტიზმი, ისე გამოხატავს.

გიორგი უშიკიშვილი:
ჩემი აზრით, სრულიად არაადეკვატური განცხადებაა ის, რაც თოფურიამ თქვა. ეს არის იმის დადასტურება, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ინტერესები მატერიალური კეთილდღეობის გამო გაცვალო მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებზე. ვერასდროს ამოვხსნი, ქართველმა ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს. ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც არის კონკრეტული ქვეყნის მტერი.

გიგა კვენეტაძე: მე ვერ ვხვდები, რატომ აქვს აგრესია ზოგიერთ პიროვნებას რუსეთში წარმატებულ ქართველებზე, მინდა, დავაფიქსირო და ვთქვა ეს ქართველი ხალხის აზრი არ არის, როგორც ამბობენ ის სუბიექტები, ვისაც რეალურად ქართველი ერის ტკივილი არ აღელვებს, ქეთა თიფურია ჩემი უახლოესი და ოჯახის წევრია, ის რუსეთის მოქალაქეა, როგორც მე და აქვს უფლება წავიდეს არჩევნებზე და თავისუფალი აზრი დააფიქსიროს, ჩვენ არ გვავიწყდება რაც ერთი წამით, სად დავიბადეთ, სად გავიზარდეთ და რომელი ქვეყნის დესპანები ვართ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქართველო.

დათო ხუჯაძე: რა გითხრათ, ცუდი გოგოა თუ კარგი? მან დაწერა არჩევნებზე მიდითო და ამის გამო ვიღაცეებმა სოციალურ ქსელში „მიასხეს“. წარმოდგენა არ მაქვს, ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ.

ერეკლე დეისაძე: ქეთა თოფურია არ წარმოადგენს ჩემთვის იმ პერსონას, რომელზეც ერეკლე დეისაძემ კომენტარები უნდა გააკეთოს.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ლია
დეისაძე ნეტავ ვის დაჰკარგვიხარ შე გამოთაყვანებულო,ქეთა თოფურიას შეხედავ და გეამაყება -ლამაზი ქართველი ქალბატონია,რუსეთის მოქალაქე და იმქვეყნის დამფასებელია,შენ რას გავხარ შე უპატრონო,შენ თვითონ ვინ ხარ რომ შენი აზრი გვაინტერესებდეს,შე ქვეყნის სირცხვილო და თავის მოჭრავ.
15:32 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ვეტერანი
"როგორც გიჭირს, ისევე გილხინს". "ნუ განჯით და არ იქნებით განსჯილები"
10:07 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სანამ ქვეყნის თითეული მიქალაქე, ქართულა დმოაზროვნე და მოლაპარაკე ადამიანი არ მიხვდება რომ, ქვეყანა იწყება და მთავრდება თითეული ჩენგანიდან,გამონაკლისი გარესე, ისე ქვეყანა და სახელმწიპო არ შედგება. სახელმწიფოს ქმნის ხალხი და არა ტერიტორია. ამ ხალხს კი ღირსება და თავმოყვარეობა უნდა გააჩნდეს. არც მოსახლეობის რაოდენობას აქვს მნისვნელობა. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მე ესე მესმის !
12:24 / 10-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ლუხო
ბოზისა რა უნდა შეგშურდეს, ქურდისა რა უნდა ინატრო, საქციელს ნურც ერთს ნუ შეუქებ, სხვებმაც რომ არასდროს მიბაძონ, თუ შეგხვდეს ორივეს შეუნდე, -მსგავსი კი არასდროს იკადრო.
12:30 / 09-03-2018
გამოხმაურება / 1 /
ლუხოიეს
მოდი ყველამ საკუთარ ბოზ მამიდას მოუაროს!!!
21:23 / 09-03-2018
ნინია
ეკოოო ✌
10:57 / 08-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ხოხ
რას ერჩით ამ ქალს .სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს იქაურ გემში ზის ,აქ ცუდი არაფერია . და რაც შეეხება ჩვენს ამორჩეულ ადამიანებს მათმა ხომ ააყვავეს ქ ვ ე ყ ა ნ ა .
14:56 / 07-03-2018
გამოხმაურება / 0 /
2 კითხვა
2 კითხვა მაქვს......1).ამ გოგოს მკერდი გაკეთებული აქვს თუ არა??? და 2) დეისაძე ვინააა>>>>>?? ეს მაინტერესებს,,,,....თორემ პიტინი რომ არჩევნებს მოიგებს და ნატოში რომ არ მიგვიღებენ ვიცი ეგ !!!!!
01:20 / 07-03-2018
გამოხმაურება / 1 /
სარა
კი, ყველაფერი
02:02 / 10-03-2018
noe
ვის აინტერესებს ამ ხალხის აზრი. რა დღეში ვართ. ესეთი გაუნათლებელი თაობა არასდროს არ ყოლია საქართველოს, ვითომ მუსიკოსები და ხელოვანი ხალხი. რა სირცხვილია. ქეთას დონეზე მიხვალთ ხვალ, ხვალ თუარა ზეგ.)
18:41 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
leng
უშიკიშვილო გამოდი და თქვი რა მოიპარე!
16:28 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
222
დეისაძე შენ ხარ პიროვნება საერთოდ? :))))))))) საცოდავი არსება
16:15 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS