ინგა, ამ გზაზე თუ გაგიჭირდათ –
ამ გზაზე გაგიჭირდა თუ არაო, მეკითხებით. არ იყო მარტივი ეს გზა – ბევრი ნერვიულობა, დიდი ენერგიის ხარჯვა ახლდა, მაგრამ, ალბათ, ესაა ცხოვრებაც. მე მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა და იმედია, მექნება მომავალშიც. სირთულეების გარეშე არ იქნებოდა ასეთი ტკბილი, პატარ-პატარა თუ დიდი გამარჯვებები. ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ ხოლმე, ვფიქრობ – არასოდეს დამხმარებია ამ გზაზე საკუთარი სქესი. მამაკაცი ვიქნებოდი თუ ქალი, ალბათ, ერთნაირად რთული იქნებოდა ეს განვლილი 46 წელი. არც ქალური უნარები გამომდგომია საქმეში – უფრო პროფესიული უნარები მეხმარებოდა.
ქალებს ბევრი შეგვიძლია, არა? როგორ ფიქრობთ, ინგა, საქართველოში ქალების უმეტესობა როგორ ახერხებს იყოს საუკეთესო დედა და ცოლი; იმუშაოს, დრო დაუთმოს საკუთარ თავს და ჰქონდეს აქტიური და სრულყოფილი ცხოვრება? ფიქრობთ, რომ ქართველ ქალებს ეს გამოგვდის?
მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ქალების უმეტესობას გამოსდის იყოს კარგი დედა, მეოჯახე და კარიერაშიც რეალიზებული.
განაგრძეთ კითხვა: