- რას ნიშნავს შენთვის პოპულარობა?
- რთული სათქმელია, თუმცა, შევეცდები, ავხსნა. პოპულარულობას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. პლუსი არის ის, რომ ხალხს უყვარხარ, ყველა გცნობს და შენს სფეროში უფრო მოთხოვნადი ადამიანი ხდები; მინუსი კი არის ის, რომ ისე ვერ ცხოვრობ,
- პირველად როდის იგრძენი, რომ პოპულარული ხარ?
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი "ლაივის" შემდეგ, მალევე ვიგრძენი ხალხის ყურადღება და სიყვარული.
- გიფიქრია, რომ იღბლიანი ადამიანი ხარ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდი?
- კი, ვფიქრობ, ჩემს პოპულარობაში იღბალმაც დიდი როლი ითამაშა, მაგრამ გარდა ამისა, დიდი შრომის ფასადაც დამიჯდა ეს ყველაფერი. ზოგი ფიქრობს, რომ ცეკვა ძალიან ადვილია და შესაძლებელია, ამ საქმით ერთ ან ორ დღეში მიაღწიო წარმატებას. თუმცა, ადვილი ნამდვილად არ არის. ამისთვის საჭიროა ხანგრძლივი და თავდაუზოგავი მუშაობა, რა თქმა უნდა, თუ გინდა, მაღალ დონეზე იცეკვო. თუ სამოყვარულო დონითაც კმაყოფილდები, ამ შემთხვევაში ადვილია, რაც პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებმაც" დაამტკიცა.
- პოპულარობა შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი მდგომარეობა?
- არა, რა თქმა უნდა. შეიძლება, საზოგადოების რაღაც ნაწილი გარკვეული პერიოდი გცნობდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ; როგორც კი მოეშვები, ხალხიც დაგივიწყებს. ვფიქრობ, რომ არა ქალბატონი ლელა წურწუმია, რომელსაც სურდა ჩემთან ცეკვა, ალბათ ვერც გავიგებდი კასტინგის შესახებ. ასევე დამეხმარა მაშინდელი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ "შეფუთოს" ადამიანი და წარადგინოს ტელემაყურებლების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩემი მეწყვილე თიკო სადუნიშვილი, რომელიც მიტანდა დიდი ხნის განმავლობაში (იღიმის).
- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო?
- არა, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, უნდა იყო შენი საქმის პროფესიონალი და მერე უკვე გარეგნობა, რა თქმა უნდა, გეხმარება წინსვლაში. თუმცა, გარეგნობაზე მთავარი ის არის, რომ უნდა იყო განსხვავებული.
- ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე თუ შეუშლია პოპულარობას ხელი, რომ გეთქვა: სჯობს, არ მიცნობდნენ...
- კი, ეს ხშირად მომხდარა. ბევრჯერ მნდომებია ჩემთვის, წყნარად ყოფნა, მაგრამ არც ერთხელ არ დამცალდა. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ბევრად ძვირი ღირს ჩემთვის მანქანის ნაწილები, ტანსაცმელი და ასე შემდეგ... ბოლოს უკვე ჭკუა ვისწავლე, წინასწარ შევარჩევ ხოლმე და მერე მეგობრებს ვუშვებ საყიდლად.
- ბევრისთვის პოპულარობა იმდენად საოცნებოა, რომ ყველაფერზე მიდის ამის გამო...
- ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება და ცხოვრების გზა აქვს. ჩემთვის არც საოცნებო ყოფილა პოპულარობა და დიდად არც ახლა მხიბლავს. რაც შეეხება სკანდალებით მიღწეულ მიზანს, ეს ჩემთვის ზედმეტად მიუღებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ადამიანს თავისებური ხერხი აქვს და მე ეს საერთოდ არ მაწუხებს.
- პოპულარობის ზენიტში მყოფს ,,თავში აგვარდნია"?
- საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც უბრალოება უყვარს, ამიტომ არასდროს არ მივარდება არაფერი თავში. ყველანი ადამიანები ვართ და არავის უნდა ვუყუროთ ზემოდან, რადგან ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ არასდროს იცი, როდის და სად აღმოჩნდები. თავდაჯერებულობას არც პოპულარულობამდე ვუჩიოდი და არც მას შემდეგ...
- პირად ცხოვრებაზე პოპულარობა ხშირად ცუდად მოქმედებს. შენ თუ გქონია დისკომფორტი ამ მხრივ?
- კი, მქონია. ხშირად ვგრძნობდი ადამიანებისგან, რომ იმიტომ მიმეგობრდებოდნენ ან იმიტომ იყვნენ ჩემთან ერთად, რომ პოპულარული ვიყავი. ჩემთვის ეს ცუდი რამ არის. ვერ ვიტან ფარს ხალხს.
- შენი აზრით, ბევრი ფულის ქონა - ეს უკვე წარმატებაა?
- კი, ეს ყველაფერი არის წარმატება, მაგრამ ბედნიერება ნამდვილად - არა. ბავშვურ ასაკში შეიძლება, მეც ვფიქრობდი, რომ ეს ბედნიერება იყო, მაგრამ წლები რომ გადის, ხვდები, რა არის რეალური ბედნიერება.
განაგრძეთ კითხვა: