28 თებერვალი, 2018
"მოდელობა მინდოდა, მაგრამ..." - 19 წლის ულამაზესი სალომე მძიმე დიაგნოზთან პირისპირ
19 წლის სალომე ვიბლიანს მე-4 ხარისხის გულმკერდ-წელის სქოლიოზი და გულმკერდის მალების ზედა მესამედში მალთაშუა სივრცეები მკვეთრად აქვს შევიწროებული, მხარი აქვს ამოვარდნილი და ნახევარი ფილტვი დაფარულია, რაც ბუნებრივია, სუნთქვაში უშლის ხელს. გოგონას გაუსაძლისი ტკივილების მოთმენა უწევს. იგი დმანისში მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს.

როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში სალომემ აღნიშნა, ჯანმრთელობის ეს პრობლემა დაბადებიდანვე ჰქონდა თანდაყოლილი, მაგრამ გარეგნულად და ისედაც არაფერი ეტყობოდა.

- სადაღაც 15 წლის ასაკამდე ვერ შევამჩნიეთ ეს პრობლემა.... უსახსრობის გამო დღემდე ვერ გამიკეთდა ოპერაცია. ადრე
არ მაწუხებდა ტკივილები. ახლა უკვე, როცა ძალიან გამირთულდა მდგომარეობა, ტკივილებმაც შემაწუხა.

- სკოლაში ახერხებდი სიარულს?
- სკოლაში ჩვეულებრივად დავდიოდი, მაგრამ უამრავ პრობლემას ვაწყდებოდი. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირდა, სუნთქვაშიც მეშლებოდა ხელი და გულის ტკივილებიც მაწუხებდა. სკოლა რომ დავამთავრე, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, უმაღლესში სწავლა ვეღარ გავაგრძელე, ვეღარ ჩავაბარე ავადმყოფობის გამო. მინდოდა, ტურიზმზე მესაწავლა ან სამედიცინოზე. ასევე, დამატებით სამოდელო სფეროშიც მომესინჯა ჩემი თავი, მაგრამ...


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS