26 თებერვალი, 2018
"მშობლები არ მყავს, ნაქირავებში ვცხოვრობ და მარტოხელა დედა ვარ" - ვინ არის "ჩცდ"-ს ახალი პერსონაჟი
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს ბოლო დროს ახალ-ახალი პერსონაჟებით ახარებს. რამდენიმე სერიის წინ, „ჩცდ“-ში გამოჩნდა ძალადობის მსხვერპლი გოგონა, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვინ არის ნინა გოცირიძის ვირტუალური მეგობარი რეალურ ცხოვრებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ჩვენი რესპოდენტი ნინია ბარიშვილია.

- რამდენიმე წელია „ფორმულა კრეატივში“ ვმუშაობ. პროფესიით მსახიობი არ ვარ, მედდა გახლავართ, მაგრამ მსახიობობა მუდმივად მომწონდა. მეც იგივენაირი ისტორია მაქვს, როგორიც ჩემს პერსონაჟს, მეც მომიტაცეს და უსიყვარულოდ გავთხოვდი. როცა სცენარი წავიკითხე, გიორგი ლიფონავას ვუთხარი: ჩემზე დაწერეს სცენარი-მეთქი?
გავიარე კასტინგი და ასე მოვხვდი სერიალში. ძალიან ვნერვიულობდი, პირველ რიგში, მინდოდა, სცენარისტს მოსწონებოდა ჩემს მიერ შესრულებული როლი, როგორც მითხრეს, მოეწონა და მიხარია.

- როგორ მოხვდი „ფორმულა კრეატივში“?

- ირაკლი საღინაძესთან, გიორგი ლიფონავასთან და სტაფის სხვა წევრებთან ვმეგობრობ. როცა შვილი გავაჩინე, ვერსად ვერ დავიწყე მუშაობა, დეპრესიაც დამეწყო, მინდოდა, სამსახური მქონოდა. ერთ საღამოს ირაკლი საღინაძეს მივწერე, თქვენთან იქნებ რამე ვაკანსია გამოჩნდეს, მზად ვარ დამლაგებლადაც ვიმუშაო-მეთქი და ზუსტად მეორე დღეს ამიყვანეს კლაპერად. დღემდე ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ.

Rating
- როგორც ვიცი, მარტოხელა დედა ხარ...

- ასეა. პატარა შვილი მყავს, რომელსაც მარტო ვზრდი. ჩემი შვილიც თამაშობს სერიალში, კატოს შვილის როლი აქვს. არ მაქვს სახლი, არც დედა მყავს, არც მამა და მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ ეს არ მაშინებს. ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოვუწოდებ, ნუ გეშინიათ. დაძაბულ ურთიერთობას და მუდმივ ჩხუბს ოჯახში, ჯობია, დამოუკიდებლად იცხოვრო.

- რამდენი წელია, რაც მარტო ცხოვრობთ?
- 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ. მაგრამ გამიმართლა, კარგი ნათესავები მყავს და კარგ წრეში მოვხვდი.

- რა ასაკში გარდაიცვალნენ თქვენი მშობლები?

- 5 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. მამა რუსეთში წავიდა სამუშაოდ. დეიდები მზრდიდნენ, შემდეგ მომიტაცეს, მამა საქართველოში დაბრუნდა, ცეროზი ჰქონდა, ერთი წელი ჩემთან იყო, იმკურნალა და ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ორ წელიწადში გარდაიცვალა, მოგვიანებით გავიგე მისი გარდაცვალება, არც კი ვიცი მამის საფლავი სად არის, მამაშვილური ურთიერთობა არც გვქონია, უბრალოდ ვიცოდი, რომ მამა იყო.

- წაიკითხეთ ხალხის შეფასებები თქვენს პერსონაჟზე?

- ვერ წავიკითხე. ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, ამიტომ მირჩევნია არ წავიკითხო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
Iო
კი Mაგრამ სად დაიბადე ნათესავებარა გყავს?
23:37 / 05-03-2018
გამოხმაურება / 1 /
მე
უწერია კარგი ნათესავები მყავსო.
23:26 / 09-03-2018
***
შენ ხარ მაგარი გოგო, ყველაფერი კარგად გადმოეცი, რამდენი ქალია მაგ მდგომარეობაში და ეგუება ასეთ ბედს, თითქოს ასეც უნდა იყოს :(((( მიეცი მეტი ძალა და მოტივაცია, როგორ იცხოვრონ ძალადობისგან შორს ❤️❤️❤️ ველით განვითარებას
05:13 / 28-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
შენ გაიხარე, ახალბედა მსახიობო, შენ და შენმა სცენარისტმაც! შენი გამოჩენით რამდენ ქალს გაუღვიძე ქალური ღირსება, იცი? რამდენ ველურ მამაკაც დაახევინე უკან! გაეცანი კომენტარებს, ერთხელ კიდევ წაუტირებ, მაგრამ კმაყოფილი დარჩები, დამიჯერე, ჩემო ძლიერო და მშვენიერო ლედი!!!
12:08 / 27-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ზალიან მომრვალდა არა მსახიობების დასაქმება.
თეატრალური ინსტიტუტის არსებობა რაგა საჭიროა. სწავლობენ ღამეეს ათენებენ დიპლომი რომ აიღონ ბევრს მუშაობენ და ბააააააააააც მსახიობად იყვანენ ქუჩიდან,
11:34 / 27-02-2018
გამოხმაურება / 1 /
...
თეატრალუტში სწავლის ფასი კაპიკია,ისე რომ იცოდე
10:46 / 03-03-2018
როლი
მშვენივრად ითამაშა
01:25 / 27-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS