19 მაისი, 2013
ნუკი კოშკელიშვილს ეროტიკული ფოტოების გამოქვეყნება მშობლებმა გადააწყვეტინეს
დღესდღეობით ჩემ გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვიცოდი, ამ ფოტოებს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა და საინტერესო იქნებოდა საზოგადოების აზრი. ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ ნუკი კოშკელიშვილის საკმაოდ თამამი ფოტოები აღმოვაჩინეთ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტით დავინტერესდი და მაშინვე ნუკის დავუკავშირდი, უარი არც ფოტოების მოწოდებასა და მით უმეტეს, არც ინტერვიუზე არ უთქვამს, შედეგად გავარკვიე, რომ ჩვენმა რესპონდენტმა ფოტოები საკუთარი პერსონის გასააქტუალურებლად გადაიღო და გამოუვიდა კიდეც. სანამ ნუკი „ნანუკას შოუში“ ამაზე ვრცლად ისაუბრებს, მანამდე ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტოებს და ინტერვიუს ნუკისთან.

-
ნუკი, სანამ ფოტოსესიაზე ვისაუბრებდეთ, გვითხარი, რა ხდება შენკენ ახალი?

- დუტა სხირტლაძე იღებს კომედიურ ფილმს სახელწოდებით „გივი“, რომელშიც საკმაოდ უცნაურ გმირს ვასახიერებ, ჯერ მსგავსი როლი არასდროს მითამაშია. არ მინდა საიდუმლო გავთქვა, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ფილმი ცხოვრებისეული და სახალისო გამოდის. დუტა კარგი რეჟისორი აღმოჩნდა, მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია, ნამდვილად კარგი გუნდი შეკრიბა, ძირითადად ცნობილი მსახიობები თამაშობენ, თავად დუტაც განასახიერებს ერთ-ერთ გმირს.
- ზემოთ თქვით, უცნაურ გმირს ვთამაშობო, რას გულისხმობს ეს უცნაურობა?
- რამდენიმე როლი მაქვს ნათამაშები და თითოეულ გმირს ჩემი ერთი თვისება მაინც ჰქონდა, ეს პერსონაჟი იმდენად განსახვავებულია, მაყურებელი რომ ნახავს, გაოცდება. ძირითადად, როცა როლს მთავაზობენ, მეუბნებიან, გამოპრანჭული გოგო უნდა ითამაშოო, აქ კი სულ სხვა ვარ.
- „შუა ქალაქის“ ახალ სეზონშიაღარ გამოჩენილხარ, წამოხვედი სერიალიდან?
- არა, თითოეული სერია იწერება ეთერში გასვლამდე ერთი კვირით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიყავი ქალაქში, სცენარისტები გაფრთხილებულები მყავდა, რომ ჩემს გმირზე არაფერი დაეწერათ, სწორედ ამიტომაც არ ვჩანვარ „შუა ქალაქში“, ახლა ყოველ კვირას ველი ჩემი გმირის განვითარებას, შესაძლოა, სოფის შესახებ კიდევ დაიწეროს სცენარი და მეც გამოვჩნდე.
Rating- ახლა ვისაუბროთ იმ თამამ ფოტოსესიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაიღე...
- ბევრმა დამირეკა და მკითხა, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე საერთო „პლეიბოისთან“, უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ამ ფოტოსესიას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ჟურნალთან, უბრალოდ, მომინდა მქონოდა ესთეტიკური, ლამაზი ფოტოები და გადავიღე კიდეც. მამუკა კიკალიშვილს შემთხვევით შევხვდი და თავად შევთავაზე ამ ფოტოსესიის გაკეთება, ოღონდ მინდოდა ფოტოები მამუკას თვითონ გადაეღო, რადგან ვიცი, რომ განსხვავებული ხედვა აქვს და მისი ნამუშევარი ყოველთვის გამორჩეულად კარგი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ თავად იშვიათად იღებს ფოტოებს და ეს საქმე სტუდიის ფოტოგრაფებისთვის აქვს მინდობილი, ჩემს წინადადებას დათანხმდა, ჩავატარეთ ფოტოსესია და უნდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმდენად, რომ შესაძლოა მალე კიდევ ვიმუშაოთ ერთად და სხვა თემატიკით გადავიღოთ ფოტოები.
- საქართველოში უჭირთ ასეთ თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა, შენ რატომ მოინდომე ამის გაკეთება?
- არ დავმალავ, რომ ეს არის ჩემი პერსონის გააქტუალურების ხერხი. დღესდღეობით ჩემ გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვიცოდი, ამ ფოტოებს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა და საინტერესო იქნებოდა საზოგადოების აზრი. ნებისმიერი ადამიანი უნდა ეცადოს, ხალხს დავიწყების საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, მინდოდა მქონოდა ლამაზი ფოტოები. სულაც არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე, ჩათვლეთ, რომ საცურაო კოსტიუმით გადავიღე ფოტოები.
Rating- როგორი იყო გადაღების პროცესი?
- თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, მერიდებოდა მამუკასი, მაგრამ მერე გავიხსენი, შევედი აზარტში და მთელი დღე ვიმუშავეთ, შემოქმედებითი აგონია გვქონდა. როდესაც გრძნობ, რომ კამერის მიღმა პროფესიონალია და არ აქვს მისთვის მნიშვნელობა, საცურაო კოსტიუმი გეცმევა თუ სხვა რამ, ყველანაირი დაძაბულობა გეხსნება, ერთადერთი, რასაც ვთხოვდი, „ფოტოშოპით“ დამუშავება იყო, დამპირდა და შეასრულა კიდეც, მაგრამ მინიმალურად, რის გამოც საყვედურიც ვუთხარი, იქნებ ჯობდა, უფრო მეტად დაგემუშავებინე-მეთქი, ნაკლი ყველას გვაქვს, ამიტომ ამაში საოცარი არაფერია.
- ალბათ გამოჩნდებიან ისეთები, ვისაც არ მოეწონება შენი ეს საქციელი, მზად ხარ კრიტიკისთვის?
- კი, მე ყოველთვის მზად ვარ კრიტიკისთვის. იმათთვის, ვინც შეიძლება თქვას, რატომ მოიქცა ნუკი ასე, რა კარგი იმიჯი ჰქონდაო, უნდა აღვნიშნო, რომ მეარც ერთ ფილმში თუ ტელეგადაცემაში არ გამომიყენებია ჩემი ვიზუალი, დეკოლტე მხოლოდ სადემონსტრაციოდ, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, ეს ფოტოსესიაც ჩემი პიროვნების ნაწილია. სანამ ასაკი და ვიზუალი ხელს გვიწყობს, უნდა გამოვიყენოთ, თორემ 60-75 წლის ასაკში ვეღარ შევძლებთ ასეთი ფოტოების გადაღებას.
- ამ ფოტოსესიას აუცილებლად მოჰყვება საპირისპირო სქესის დიდი ყურადღება, უკვე იგრძნობა შემოტევა?
- არა, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია ამ ფოტოებს და ეს კარგიცაა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავკომპლექს-დებოდი, ჩემს ბიჭ მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ. შეიძლება საზოგადოების გაოცება მხოლოდ იმიტომ გამოიწვიოს ფოტოებმა, რომ ხალხი ჩემგან ასეთ რაღაცას არ მოელის, თუმცა გასაოცარი არაფერი გამიკეთებია.
Rating- მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, ღამე გვიან გასართობად არ დავდივარ, რადგან ოჯახისგან შეზღუდვა მაქვსო, ამ შენს ფოტოებს როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები?
- შეზღუდვა ღამით სახლიდან გასვლაზე არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ მე რამე ცუდს ჩავიდენ, ან რაღაცას გავაფუჭებ. ჩემი ოჯახის წევრებს იმის შიში უფრო აქვთ, რომ ღამე რამე არ დამიშავდეს, მინდა გითხრათ, რომ ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ ფოტოები, თავიდან ვამბობდი, არ გამოვაქვეყნებ-მეთქი, მაგრამ დედ-მამამ მისაყვედურა, ძალიან ლამაზი ფოტოებია, რად გინდა სახლში გედოს და არ გამოაქვეყნოო, სწორედ მათმა ნათქვამმა გადამაწყვეტინა ფოტოების გამომზეურება.
- დასასრულ, გვითხარი, არის რაიმე ახალი შენს პირად ცხოვრებაში? ცოტა ხნის წინ შეყვარებულს დაშორდი...
- არა, პირადი ცხოვრება დუმს (იღიმის). რამე რომ ხდებოდეს, დიდი სიამოვნებით ვიკივლებდი ამის შესახებ და მთელ საქართველოს მოვდებდი.
- რატომ დუმს შენი პირადი ცხოვრება, ტრავმა ხომ არ დაგრჩა წინა ურთიერთობიდან, რომლის განკურნებასაც დრო სჭირდება?
- არა. შეყვარებულთან დაშორების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მინდოდა თავისუფლება, ოღონდ ისეთი თავისუფლება არა, როგორც ეს საქართველოში ესმით, უბრალოდ, მინდოდა მარტო ყოფნა, შეყვარებულის, პარტნიორის და მეორე ნახევრის გარეშე. არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის და სიმართლე გითხრათ, ძალიან კომფოტრულად ვგრძნობ თავს მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.

ციცი ომანიძე

ჟურნალი „რეიტინგი“



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ნუცა
ძალიან ლამაზი ფოტოებია! წარმატებები,ნუკი! აუ,ხალხი,რას იბოღმებით ერთი, ვინმეს ხელს გიშით თავისი შემოქმედებით? ვისაც არ უნდა და არ მოსწონს არ უყუროს და მორჩა.. :)) შურიკები
10:36 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გივი
რამდენი გადაუხადე დუტას მაგ როლი რო მოეცა შენთვის?არ თქვა ეხლა ჩემი სამსახიობო მომაცემებიტ აღფრთოვანდაო.ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ
08:08 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტუხა
რატო აქვს ამ ქალს სერიალებზე და კინოზე პრეტენზია გაუგებარია.მსახიობობოს ნიჭი ნულზე ქვემოთ აქვს.სურათები თავისთვის რამდენიც უნდა იმდენი გადაიღოს.ისე მაგარი პრაწივნი სახე აქვს.ვერც ამითი დაიტრაბახებს,რამე სხვა საქმეს თუ მოკიდებს ხელს კარგ იზამს
07:57 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS