- ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ბოლო დროინდელ სტატუსს ეკლესიასთან დაკავშირებით, რატომ გააკეთეთ ასეთი მწვავე განცხადება?
- ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემს როლზე ამ ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვის. მიზნად მაქვს დასახული, პირველ
რაც შეეხება ეკლესიის მიმართ ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას, მიზეზი არის, რომ ძალიან უჭირს ჩვენს ქვეყანას. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. ამ დროს ეკლესია, რომელიც ამ ჩემს ხალხს საუკუნეების წინ ეუბნებოდა, რომ მოკრძალებულად უნდა იცხოვრონ, მოიკლონ ბევრი და ხშირად იმარხულონ, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს 25 მილიონს. ასევე, იღებენ შესაწირს, აღარაფერს ვამბობ ბიზნესებზე.
ეკლესია, რომელიც არის მართლმადიდებლური და ქადაგებს სიყვარულზე, ერთმანეთზე ზრუნვას და ა.შ. ხალხს უნდა ედგეს გვერდით მატერიალურად. მათი უსაშველო ბიუჯეტი ხალხს ეყოფა.
თუ არ ვცდები, 2011 წლის შემდეგ, ბიუჯეტიდან აღებული აქვთ ნახევარი მილიარდი ლარი, სად წავიდა ეს თანხა? დადიან ჯიპებით, პატრიარქი დადის „მაიბახით“, გერმანიაში მკურნალობს და ჩვეულებრივ ხალხს მამა გაბრიელის ზეთით მკურნალობას ურჩევენ.
ქვეყანაში მომრავლდა უცხო ტომი, რომელიც ადრე ისტორიულადაც ჩვენი მტერი იყო, ვებრძოდით და მათგან ვიცავდით თავს. დღეს კი, რა ხდება? საპატრიარქოს გვერდით არის აზიური წარმოშობის კაზინო და 100 000 მოწამის ადგილზე, ის ხალხი ერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გვანადგურებდა.
„ჯემ ფესტი“ და „ლგბტ“ თემები ხომ გააპროტესტა საპატრიარქომ და ამ საკითხზე, რატომ არ აფიქსირებს პოზიციას?
- ასეთი განცხადებების შემდეგ, ბევრს აინტერესებს ხართ თუ არა აღმსარებელი და მაზიარებელი ადამიანი?
- მთელი ჩემი ოჯახი, დედაჩემი, მისი დები და ქმრები ეკლესიურად ცხოვრობდნენ და გალობდნენ. ეკლესიაში ვარ გაზრდილი. ვსწავლობდი წმინდა გიორგის საერო სკოლაში. ეკლესიის პირველი დამცველი ვიყავი, მაგრამ როცა გავიგე, რა დაფინანსება აქვს ეკლესიას, როგორ დადიან შავი ჯიპებით, შესაბამისი პროტესტი გამიჩნდა. თუმცა, ხალხის გასაჭირზე მხოლოდ ეკლესია არ არის პასუხისმგებელი, სახელმწიფოსაც ევალება მოქალაქეებზე ზრუნვა.
- რას საქმიანობთ ამჯერად, სამსახურის გარეშე ხართ, დაბრუნდებით „ჩცდ“-ში?
- „ჩემი ცოლის დაქალებში“ არ გამოვჩნდები, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას ემსახურება ეგ ტელევიზია, ყველა ნაციონალია მანდ და რადგან ჩემი ქვეყანა მიყვარს, მინდა, გვერდით დავუდგე, ამიტომ წამოვედი სერიალიდან. არ მინდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მქონდეს რამე საერთო, ამიტომ ვემიჯნები. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, პროდუსერებს ისეთი გამოხმაურება ჰქონდათ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას შეეფერება.
- სხვა შემოთავაზებები გაქვთ?
- პერიოდულად რაღაც რეკლამებზე დაურეკავთ. არ დავთანხმდი, რადგან შეურაცხმყოფელ თანხებს გვთავაზობენ, რაზეც ყოველთვის არ ვთანხმდები და მინდა, სხვებიც არ დათანხმდნენ. მსახიობებზეც მინდა ვიზრუნო. მინდა, პატივი გვცენ. ვაპირებ, ამერიკაში წავიდე და ვისწავლო.