20 თებერვალი, 2018
"წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე" - გია მაისაშვილი უკანასკნელი თხოვნის შესრულებას ითხოვს...
პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძვის. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა, შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თუმცა, მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედოა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა:

"გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის
წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხნევებელი, და რაც მთავარია, უზომო ენერგიის მიმცემი", - ვკითხულობთ პოსტში.


როგორც გავარკვიეთ, პოლიტიკოსი კლინიკიდან გაწერეს, რადგან მის მდგომარეობასთან მედიცინა უკვე უძლური აღმოჩნდა. AMBEBI.GE გია მაისაშვილის მეგობარს, კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა, რომელიც მაისაშვილის უკანასკნელი თხოვნის შესრულებას სახელმწიფოსა და ხალხს სთხოვს.



"ამჟამად გიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტიურად უიმედოა. წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე და შემდეგ ისევ უკონტაქტო ხდება.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS