- გაქვს თუ არა ფობია? თუ გაქვს, რისი?
- უი, კი, ბევრი ფობია მაქვს, ენტემოფობია არის ერთ-ერთი - ხოჭოებისა და ტარაკნების შიში.
- მოგვიყევი სიზმარი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა...
- ყოველ დილით მახსოვს წინა ღამის სიზმარი, შესაბამისად ძალიან ბევრია ასეთი, მაგალითად ერთხელ დამესიზმრა, რომ ლეონარდო დიკაპრიომ მაკოცა და გაიქცა (იცინის). ჩემი მეგობარი ანო მურღულია ახლა
და აქედან მივმართავ, ანო უბრალოდ სიზმარი იყო, ლეო მხოლოდ შენია.
- როგორ ალტერნატიულ სამყაროში იმოგზაურებდი?
- ძალიან მარტივად: სადაც ყველა ცოცხალი არსება თანაბარი უფლებებით სარგებლობს და არც ადამიანი და არც ცხოველი არ არის დაჩაგრული. სულ ეს არის.
- ძილის წინ რაზე ოცნებობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
- უი, ამას ვერ გეტყვით. ძილის წინ ყველაზე გულახდილი ვარ საკუთარ თავთან ბოლომდე ვიხსნები. ამიტომ ეს მარტო მე უნდა ვიცოდე.
- მოჩვენებების გჯერა?
- არა, მხოლოდ კასპერის (იცინის).
- სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია?
- მშვიდი (იცინის).
- როგორია ღმერთი შენს წარმოდგენაში?
- აუ, რა რთული კითხვაა, სხვადასხვანაირია: მიმტევებელია, მიმღებია, სიმშვიდის მომტანია... და რაც მთავარია, მზრუნველი და აბსტრაქტულია. ყოველთვის სხვა და სხვა სახით გვევილნება ხოლმე. კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი, გარგენობით როგორია, ან საერთოდ აქვს რომ გარეგნობა?
- დაასახელე სამი ნივთი, რომლებსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდი...
- წიგნი, ფოტოაპარატი და აიპოდი კარგი ფლეილისტით.
განაგრძეთ კითხვა: