- ფილმში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ცხოვრებაში მსახიობობაზე არ მიფიქრია... განათლებით პედაგოგი გახლავართ, უცხო ენები მაქვს დამთავრებული. ადრე სკოლაში ვმუშაობდი. წარმოშობით ჩხოროწყუდან ვარ და იმავე რაიონში ვიყავი სასწავლო ნაწილი სკოლაში... ამჯერად თბილისში, ვერაზე ვცხოვრობ.
დასაფლავებაზე მნახეს და
- ასეთივე მკაცრი და ძლევამოსილი ხართ რეალურ ცხოვრებაშიც?
- არა! ბუნებით ძალიან კეთილი ვარ! დედა მყავდა ძალიან მკაცრი. უმკაცრესად გვზრდიდა... ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მართლა დიდი გამართლებაა ამ როლზე რომ მოვხვდი. ისეთი ამბავია ატეხილი, გაოგნებული ვარ. ვინ აღარ მწერს ფეისბუკზე, ყველა ქვეყნიდან დიდ ყურადღებას ვგრძნობ, "ჩემი ცოლის დაქალების" გვერდიც სავსეა ინესზე კომენტარებით... როგორც მოგახსენეთ, დედა იყო ძალიან მკაცრი და მაგას მწერენ, დედაშენი გააცოცხლე, ყველას თვალწინ დაგვიდგა მისი სახეო... სკოლაში მეც ძალიან მკაცრი ვიყავი. ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო! ვერ ვიტან ტყუილს! ყველა გასაჭირში დავუდგები ადამიანს გვერდით, თუ მასში სიკეთეს დავინახავ!
- ოჯახი გაქვთ?
- არ ვარ გათხოვილი. 63 წლის ვხდები უკვე და რაღა დროს ჩემი გათხოვებაა...
- როგორია დღეს თქვენი ცხოვრება?
- ძირითადად თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ როგორც კი გამოვიზამთრებ, ჩხოროწყუში მივდივარ. იქ თხილები მაქვს და იმდენს ვმუშაობ, მართლაც ჩემი გმირი ინესივით ვარ! როგორც ინესი ტრიალებს ციბრუტვით მარტვილში, ისე ვტრიალებ მე ჩხოროწყუში! ძალიან ლამაზი ეზო მაქვს, ბოსტანი და ყველაფერი გაწკრიალებული!
გარკვეული წლები რუსეთში ვცხოვრობდი. ჩემი ძმა ცხოვრობს მოსკოვში და თავად ჯერ არ მივდიოდი, არეულობის წლები რომ დაიწყო... ჩემი სოფლიდან მეორე სოფელში ვმუშაობდი და ფეხით მიხდებოდა კილომეტრების გავლა. რამდენჯერ ურემზეც ვმჯდარვარ, გვიანობამდე როცა ვრჩებოდი სკოლაში. კი მრცხვენოდა ბავშვების, ურემზე დამჯდარს რომ მხედავდნენ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... შემდეგ ძმის დაჟინებული მოთხოვნით გადავედი მოსკოვში საცხოვრებლად. დედა რომ მოხუცდა და ავად გახდა, ერთადერთი ქალიშვილი ვყავდი და დედას გამო ისევ დავბრუნდი. 93 წლის ასაკში გარდამეცვალა დედა, მესამე წელია, აღარ მყავს და ძალიან მიჭირს მის გარეშე... მკაცრი ქალბატონი იყო, მაგრამ არაფერს გვაკლებდა და ყველაფერს აკეთებდა, ჩვენ რომ კარგად ვყოფილიყავით, მე რომ ნამდვილი ქალბატონი დავმდგარიყავი... ვერ გამათხოვა, ვერავისთვის გაიმეტა ჩემი თავი, ყველას იწუნებდა... ასეთი მსუქანი კი არ ვიყავი, ახლა რომ ვჩანვარ ეკრანიდან. ძალიან გამხდარი და კარგი გოგო ვიყავი.
განაგრძეთ კითხვა: