საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ თეონა ბაღდავაძეს დავუკავშირდით. ცნობილი პიარ მენეჯერი ამბობს, რომ ის საგამოძიებო სამსახურისგან სხვა შედეგს არც ელოდა, რადგან სინჯიკაშვილის ბრალდება უსაფუძვლო იყო. ამჟამად კი საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების მოლოდინშია, სადაც სარჩელი აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ რეპუტაციის შელახვის გამო შეიტანა.
"რამდენიმე თვის წინ სარჩელი შევიტანე
დავა აკა სინჯიკაშვილსა და თეონა ბაღდავაძეს შორის დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. სინჯიკაშვილმა, რომელიც "ფეისბუქ" საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, პიარ-მენეჯერს სკანდალური ბრალდება წაუყენა. საქმე ეხებოდა საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს და აქციიდან შემოსულ თანხებს. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს კამპაანიიდან შემოსული თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა აკა სინჯიკაშვილმაც.
"ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე - ფინანსურმა პოლიციამ 8 თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე. სამაგიეროდ სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ რა უბედურება ხდება საერთოდ არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ.
ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი. სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი.
ზუსტად ამიტომ არ შევარჩენ არავის არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ ვერავინ. როგორც დაგპირდით, შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის შენობა აშენდება და ეს აუცილებლად ასე იქნება. ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს და არა ის, რასაც ამბობს. ჰოდა გამოჩნდება სულ მალე, ვინ ამბობს და ვინ აკეთებს. სიკეთე გადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი.