- ბოლო დროს შეუძლოდ გავხდი, გული ძალიან მაწუხებდა და ამ სერიებში აღარ ვჩანვარ... რატომღაც რძლებს ჰგონიათ, რომ ფილმში ცუდი დედამთილი ვარ! კაცო, ვასმევ, ვაჭმევ, ოჯახს თავზე ვარ გადაყოლილი და კიდევ ცუდი დედამთილი რატომ ვარ, ამიხსენით?!
უნიჭიერესი ქალია ქეთი
- რეალურ ცხოვრებაში ჰგავხართ თქვენს გმირს?
- რეალურად კიდევ უფრო რბილი ხასიათის ვარ! ჩემი სიძისთვის ცხოვრებაში ხმამაღალი არ მითქვამს. ქალი დავბერდი და ჩემს ცხოვრებაში არავისთან მიჩხუბია. ჩემი შვილის ამხანაგები ჩემი მეგობრები არიან. გაბრაზებასაც კი ვერ ვახერხებ და ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ ხომ კარგად ვარ-მეთქი. შეიძლება, რაღაც მწყინს კიდეც, მაგრამ მერე არც მახსოვს, რა მოხდა და როგორ იყო... ჩემთან დილით რომ შემოხვიდეთ, ყავას ვსვამთ მთელი სამეზობლო და ვლაპარაკობთ.
- ოჯახი როგორ შექმენით, სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?
- ჩემი მეგობარი ავად გახდა და მას საავადმყოფოში წავყევი. იქ პროფესორი რომ შემოვიდა, ისე ამხედ-დამხედა, მივხვდი, რომ მოვეწონე. ტუჩები გააწკლაპუნა და ეტყობოდა, ინტერესით რომ მიყურებდა... ოჯახი მალევე შევქმენით, მერე გავხდი გიჟი დედა და გადარეული ბებია...
განაგრძეთ კითხვა: