ამბობენ, რომ სიყვარულს კონკრეტული თარიღები არ სჭირდება, რადგან ეს გრძნობა ყოველდღე დღესასწაული უნდა იყოს. ასეა თუ ისე, 14 თებერვალს თითქმის ყველა აღნიშნავს.
ქართულ რეალობაში, მითუმეტეს ცნობილ ადამიანებში, იშვიათად
იმედო კახიანი 56 წელია საყვარელ ქალზეა დაქოწინებული. მის ახალგაზრდობაში ვალენტინობას არ აღნიშნავდნენ, თუმცა, ამბობს, რომ ეს საჭირო სულაც არ იყო:
"განა ყოველი დღე სიყვარულისთვის არაა? რა საჭიროა მხოლოდ ერთს ერქვას ასე? ჩვენს ახალგაზრდობაში ვალენტინობას არ აღვნიშნავდით. ისიც ბევრს ნიშნავდა, რომ 1962 წელს ჯვარი სიონის ტაძარში დავიწერეთ და ეს არაა მხოლოდ ფორმალობა. ის კაცს გავალდებულებს, შეასრულო საკურთხეველთან დადებული ყველა პირობა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში იყო უთანხმოებები, მაგრამ ურთიერთპატივისცემა არასდროს დაგვიწყებია. ფლორა ჩემთვის ცხოვრების სიყვარულია, ახლა მეუბნება, რომ ჩემი ბებიაცაა და მივლის.
კახა მამულაშვილი: ვალენტინობას ყოველდღე აღვნიშნავთ. 14 თებერვალთან დაკავშირებით ლელასგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა და ჩვენს ურთიერთობაში მთავარი ნდობაა.
ლაშა ბასლანძე: ჩემთვის და სალომესთვის ყოველი დღე ვალენტინობაა, საჩუქარს არ ველოდები, ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. სალომე ჩემთვის ყველაფერია.
რამაზ ნოზაძე: ვალენტინობას ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ. განსაკუთრებულად ველოდები და საყვარელი ქალისთვის სიურპრიზიც მოფიქრებული მაქვს, მაგრამ ამას არ გეტყვით.
მარიამ ელიაშვილი