საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბოლო დროს, სახლში კვირა დღესაც კი ვერ ატარებს. რადგან მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ოჯახისთვის დრო თითქმის არ რჩება. მამუკა მდინარაძის ჰობი სიმღერაა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, სიმღერა ბავშვობიდან უყვარს. გიტარაზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა, სიმღერის ნიჭი გენეტიკურად, კერძოდ ბაბუისგან ალიოშა ჯაფარიძისგან გამოჰყვა. მამუკა მდინარაძე ბავშვობაში ფორტეპიანოს დაკვრასაც
სიმღერა არის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჰობიც. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტობისას ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან თბილისში სიმპატიურ ბიჭად მიიჩნეოდა. როგორც კობახიძის კურსელები იხსენებენ, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ხშირად უკრავდა გიტარაზე და კარგად მღეროდა. რჩება თუ არა სიმღერისთვის დრო, ახლა უცნობია.
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სპორტით არის გატაცებული. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ახალგაზრდა მინისტრს განსაკუთრებით უყვარს რაგბი და ფეხბურთი. მამუკა ბახტაძე რაგბის არცერთ თამაშს აკლდება, თავისუფალ დროს კი თავადაც არის სპორტული ცხოვრებით დაკავებული. მისი ახლობლის განცხადებით, რაგბის სიყვარული ბახტაძეს ბავშვობიდან მოსდევს, პატარაობისას ის მორაგბე იყო, თუმცა, სპორტის ამ სახეობას არ გაჰყვა და ეს მის ჰობად დარჩა.
ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის სკანდალური წევრია. სანამ პარლამენტში მოხვდებოდა, ნინო საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. ნინო გატაცებულია ტანსაცმლის დიზაინით, მისი ჰობი ასევე გახლდათ თხილამურები. თუმცა, ერთი წლის წინ ტრავმა მიიღო და დროებით საკუთარ გატაცებაზე უარის თქმა უწევს.
განაგრძეთ კითხვა: