სალომე გოგიაშვილი: მრავალშვილიანი დედა ვარ. შესაბამისად ხშირად მიწევს სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა. მათთან ურთიერთობისას ხშირად შევხვედრივარ სირთულეებს. ძალიან აგრესიული თაობაა, პატიება არ იციან...
ვფიქრობ, რელიგიის სწავლება ასეთ ბავშვებს სასიკეთოდ წაადგებათ, სხვა თუ არაფერი სიყვარულს მაინც ისწავლიან და შენდობის უნარი გაუჩნდებათ.
მაია ბარათაშვილი: ჩემი აზრით, რელიგიის სწავლება სკოლაში აუცილებელია. თუ ბავშვებს კაცთმოყვარეობა არ ვასწავლეთ, მოაზროვნე ტირანს მივიღებთ. კაცთმოყვარეობის სწავლა კი სწორედ რელიგიის საშუალებითაა შესაძლებელი.