პაატამ ამ პერიოდში ბევრი რამე გადააფასა, ოჯახურ ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედა, შეიძლება ითქვას, თვალი აეხილა და ცოლ-ქმარმა ცხოვრების ერთად გაგრძელება მოულოდნელად გადაწყვიტა.
- გაშორებაზე ხმამაღლა საუბარს ყოველთვის თავს არიდებდით, განსაკუთრებით კი თქვენ, ლილე. ამ თემაზე საუბარი ალბათ ძალიან გიმძიმდათ.
ლილე: მიმაჩნია, რომ ჩემსა და პაატას შორის რაც მოხდა, საჯარო განხილვის თემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან
პაატა: ამ ხნის განმავლობაში არაერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ჩვენს ურთიერთობაზე საერთოდ არაფერი მითქვამს. ეს თემა დახურული იყო. პირად ცხოვრებას რაც უფრო მოვუფრთხილდებით, მით უფრო უკეთესად წარიმართება.
- როგორი იყო ერთმანეთის გარეშე გატარებული ერთი წელი? როგორ გაუძელით ამ გამოცდას?
პაატა: ძალიან რთული პერიოდი გავიარე. პირველ რიგში, ლილეს გარეშე გამიჭირდა. მისი სითბო და სიყვარული მომაკლდა. არავის ვუსურვებ ასეთი დღეების გადატანას. აღსარების ჩაბარებასავით გამომდის, მაგრამ ყველას ვეტყოდი, რომ სიყვარულს, ოჯახს, მეუღლეებს და ბედნიერებას გაუფრთხილდნენ.
ქალისთვის ხომ არის რთული, მაგრამ ბედნიერების დაკარგვა მამაკაცისთვის კიდევ უფრო რთულია.
- მაინც რამ ითამაშა მთავარი როლი, რომ დღეს სიევ ერთად ხართ?
ლილე: ასე ვერ დავწვრილმანდები. ფაქტია, რომ დღეს ერთად ვართ.
პაატა: ფარ-ხმალი არ დამიყრია. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ისევ ერთად ვიქნებოდით, თუმცა, იყო ეპრიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ლილე საბოლოოდ დავკარგე. არსებობდა სიყვარულის პატარა ნაპერწკალი, რომელსაც გაღვივება სჭირდებოდა.
- რა შეცვალა ამ გაშორებამ თქვენს ურთიერთობაში?
პაატა: როცა ადამიანს კარგავ, მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს და მარტო რომ რჩები, უფრო მეტად აფასებ, შეცდომების გამოსწორებაზე ფიქრს იწყებ. მამაკაცმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საყვარელი ადამიანი დაიბრუნოს. ისევ ერთად რომ ვყოფილიყავით, ამისთვის ყველაფერი გავაკეთე.
იყო პერიოდი, როცა ლილესთან ყოველდღე ყვავილები მიმქონდა.
ლილე: იმ მომენტში საერთოდ არაფრის სურვილი მქონდა, მაგრამ იმ პერიოდმა უკეთესი პაატა დამიბრუნა.
ჟურნალი „სარკე“
სოფიო ბოჭოიძე