07 თებერვალი, 2018
"მეკო მისული იყო გარდაცვლილების ოჯახში და მათ დახმარებაც შესთავაზა" - მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი გარდაცვლილების მშობელს პასუხობს
2016 წლის 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე. ავარიას შეეწირა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ნუცა კალანდარიასა და გიორგი პაპასკირის, ასევე მათი მეგობრის ანი ჩხეიძის სიცოცხლე.

გიორგი პაპასკირის დედამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, ის მეკო კვირიკაშვილის დასჯას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

„ამბები.გე“ კვირიკაშვილის ადვოკატს, კოკა კვინიკაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო კოკა, რა
ეტაპზეა ამჯერად საქმის გამოძიება?

- ამ ეტაპზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს, დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა, სწორედ ამ დამატებითი ექსპერტიზის დასკვნას წარმოადგენს ხვალ, სასამართლოზე პროკურატურა. შსს-მ და სამხარაულის ბიურომ ჩაატარა ეს დამატებითი ექსპერტიზა.

- რატომ გახდა საჭირო დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება?
- ეს მოითხოვა ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ. ბრალდების მხარე ვალდებულია, მეკოს წინააღმდეგ წარმოადგინოს მასალები. შეჯიბრებითობის პრინციპია და ვისი არგუმენტაციაც უფრო მყარი იქნება, იმას გაითვალისწინებს სასამართლო.

- ხვალ არის ჩანიშნული სასამართლო, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს?
- მე მიმაჩნია, რომ მეკო კვირიკაშვილი არ არის დამნაშავე.

- ავარიის დროს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედა ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, მეკო კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა...
- ყველაფრის თქმა შეიძლება. შეიძლება ისიც თქვა, რომ მეკო კვირიკაშვილმა განიზრახა თავის დაღუპვა. ეს არის უბედური შემთხვევა, შესაძლო იყო, მეკო გარდაცვლილიყო და ყველა ცოცხალი გადარჩენილიყო. მეკო დიდი სისწრაფით რომ არ მიდიოდა, ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ის დაეჯახა „ჰონდა ფიტს“, რომელიც მეკოს მანქანაზე მსუბუქია და ორივე მანქანა გაჩერდა შეჯახების ადგილზე.

- გინდა თქვათ, რომ გიორგი პაპასკირი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით?
- არცერთი მიდიოდა გადაჭარბებული სიჩქარით და არც მეორე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ავარია გამოიწვია მესამე ავტომობილმა, ნაპოვნია იმ ავტომობილის მძღოლი?

- იმ მანქანის მფლობელის ვინაობა გამოძიებამ ვერ დაადგინა და ეს დაცვის მხარის დასადგენი არ არის. მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ, 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. ამის შემდეგ გადმოგვეცა ჩვენ საქმის მასალები და მტკიცებულებების შეგროვებას იმ ავტომობილის დასადგენად ერთი წლის მერე ვერ დავიწყებდით.


განაგრძეთ კითხვა:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თათა
ასეთ რამეზე კომენტარის გაკეთება რთულია. მესმის გარდაცვლილთა ოჯახების მდგომარეობა, მართლა მესმის გულის ტკივილამდე (რადგანაც ასეთი სიტუაცია უცხო არაა ჩემთვის). თუმცა არის ერთი - აქ მეორე მხარესაც გაუბებდურებული ოჯახი დგას, უდედოდ დარჩენილი შვილები და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი... შეიძლება მიკერძოებულები ვართ იმიტომ, რომ ყველასათვის საყვარელი სპორტსმენი დგას ამ მეორე მხარეს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მაინც დასაფიქრებელი იქნებოდა... უნდოდა კი მას საკუთარი შვილების უდედოდ დატოვება?! მაპატიეთ ყველამ თუ რაიმე ისე არ ვთქვი, ეს უბრალოდ ჩემი აზრია
14:00 / 07-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS