დედაქალაქის მერმა, რომელიც მანამდე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, 2017 წელს რამდენიმე უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში. 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს კალაძემ თბილისში ორი - 136,2 კვადრატული მეტრისა და 63,8 კვ. მეტრი ფართობის ბინა შეიძინა, მათში გადახდილმა თანხამ კი ჯამში, 160 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, მერმა 2017 წელს 14 ათას დოლარად ამავე მისამართზე მდებარე 2 ავტოფარეხიც იყიდა.
მის საკუთრებაშია ასევე 367,6 კვ.
მეტრი ფართობის ბინა თბილისში; 410 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში; 697,6 კვ. მეტრისა და 735,2 კვ. მეტრის ორი აგარაკი დაბა წყნეთში; 396 კვ. მეტრი ფართობის ბინა დედაქალაქში. კალაძე ფლობს ასევე 2 380 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სამტრედიაში; 3 031 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში; 1 060 კვ. მეტრის, 1 058 კვ. მეტრისა და 1 139 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს დაბა წყნეთში; 56 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს თბილისში...
განაგრძეთ კითხვა: