06 თებერვალი, 2018
"გენერალური პროკურორის მოადგილემ დაურეკა ნიკა ტაბატაძეს და გაქრობით დამემუქრნენ" - აკაკი გოგიჩაიშვილი ედუარდ შევარდნაძის ზეწოლაზე ალაპარაკდა
"რუსთავი 2"-ის ყოფილი სახე, აკაკი გოგიჩაიშვილი არხზე არსებულ კულუარებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. 

-  აკაკი, თუნდაც მას მერე, რაც გიორგი სანაია მოკლეს, არ გქონდა განცდა, ვაიმე, მეც არ მომკლანო?

- კი, როგორ არ მქონია. პირდაპირი მუქარაც იყო.

- ვინ გემუქრებოდა?
- გენერალური პროკურორის მაშინდელმა მოადგილემ ნიკა ტაბატაძეს დაურეკა, აკაკისთან სალაპარაკო მაქვს და მოვიდესო. შემომითვალა, გარეთ მანქანა დაგელოდება და თუ არ გამოხვალ, რაღაცას ვიზამთო.

- რა „რაღაცასო“?

- ვიტყვით, გაქრაო… მოკლედ, პროკურატურაში წავედი. მახსოვს, დიდი, საბჭოთა კაბინეტი
იყო, გრძელი მაგიდის ბოლოში იჯდა… ძალიან დამთრგუნველი სიტუაცია იყო… პირდაპირ მითხრა, მამაშვილურად გეუბნები, მაწვებიან, რომ დაგიჭიროო. რაზე უნდა დამიჭიროთ-მეთქი? რა პრობლემაა, რამეს მოვიფიქრებთო, მომიგო.

- არ ჰკითხე, ვინ „აწვებოდა“?
- ზემოდანო ანუ შევარდნაძე იგულისხმა. მოკლედ, რად გინდა, ამას რომ აკეთებ, თუ სხვანაირად არ შეგიძლია, ქვეყნიდან წადი. სამდღიან ვადას გაძლევ და რაღაც ქენიო… სამსახურში რომ მივედი, ვთქვი, ასე და ასეა საქმე, რა გავაკეთოთ-მეთქი? მოდი, ხმაური ავტეხოთო.

- ატეხეთ?
- კი. მახსოვს, აშშ-ს საელჩოში მქონდა შეხვედრა და ვიკითხე, საქმე მართლა გასაქცევად რომ გამიხდეს და თავშესაფარი მოვითხოვო იმედი უნდა მქონდეს თუ არა-მეთქი? მიპასუხეს, კი, იმედი უნდა გქონდეს, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არასწორი იქნება, სჯობს, დაუპირისპირდე, ყველა გვერდით დაგიდგებით და პრესკონფერენცია მოაწყვეო.

- მოაწყვე?

- დიახ, პრესკონფერენციაზე ყველა ელჩი მოვიდა და თანადგომა გამოხატა…

წყარო: ვერსია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გაიოზი
ვისაც ახსოვს, ის რაც ამ ე. წ. ჟურნალისტმა იკადრა, უპატიოსნესი კაცის ვალრი ასათიანის მისამართით სულ ცოტა დაჭერას ნამდვილად იმსახურებდა. ვისი დაკვეთით აკეთებდა ამას არ ვიცი მაგრამ ადამიანი, თუ ხარ შენი მეობა უნდა გქონდეს, ასეთი ამაზრზენი პასკვილი არ უნდა გამოიგონო და გამოაქვეყნო. მსგავსი უზნეობა საქართველოში არ გამიგია. უფალმა გვაშოროს.
14:41 / 07-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS