05 თებერვალი, 2018
"მაკა ჩიჩუა საკუთარი წარსულის გამო, ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი" - საქართველოს პირველი ლედების რეალური სახე
პირველი ლედი ქვეყნის განსაკუთრებული ფიგურაა. ის უამრავ საქმიანობასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებაზეც ახდენს გავლენას და სახელმწიფოს მართვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, საინტერესოა მისი ქცევა და ჟესტიკულაცია საზოგადოებისთვის. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, საქართველოს პირველი ლედები განგვეხილა, რისთვისაც კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალურ დირექტორს გიორგი მათიაშვილს მივმართეთ.

მანანა არჩვაძე
ზოგადად, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე უფრო სიძლიერით გამოირჩევა. საზოგადოებაშიც არსებობს აზრი, რომ ძირითადად მანანა იყო შემოქმედი იმ ყველაფრის, რაც ხდებოდა მაშინ და ძალიან დიდი გავლენა
ჰქონდა მას ზვიად გამსახურდიაზე. მანანა არჩვაძე ძალაუფლების მოყვარული ქალბატონია და ეს მის ჩვევებში და მიმიკებშიც ჩანს. საკმაოდ მაღალი ხმის ტემბრი აქვს და საუბრის დროს ტონალობაც ძლიერი. გარდა ამისა, ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა მიტინგებში, გამოსვლებში და თავის აზრს მყარად და მოურიდებლად აფიქსირებდა.

Rating

ნანული შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძის მეუღლე, ნანული შევარდნაძე უფრო დინჯი ქალბატონი იყო და ძირითადად დიასახლისობით იყო დაკავებული. ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში ხუმრობდა კიდეც - ზოგადად, კაცი დღის განმავლობაში 25 000 სიტყვას ამბობს და ქალი 30 000-ს. მე, როდესაც დაღლილი მივდიოდი სახლში, ჩემი სიტყვების მარაგი დახარჯული მქონდა, ნანული კი მთელი დღე მარტო გახლდათ ოჯახში და როცა სახლში შევდიოდი, მაშინ იწყებდა სიტყვების დახარჯვასო. ის არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა. შესაბამისად, არც არანაირ პოლიტიკურ პროცესებში ერეოდა.

Rating

სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვს საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანის იმიჯი ჰქონდა და ძირითადად, ქველმოქმედის როლში გვევლინებოდა. ესეც შეიძლება ერთგვარი პიარია და მას ურჩევდნენ, რომ ამგვარად მოქცეულიყვნენ. თუმცა, რამდენად გამოსდიოდა, ესეც საინტერესოა. სანდრა რულოვსზე შეიძლება ითქვას, რომ iს იყო ადამიანი, რომელიც ნაკლებად გამოირჩეოდა ჟესტებით.

Rating

მაკა ჩიჩუა
მე უფრო მის დეკორატიულ ნაწილზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომელიც არავერბალურ კომუნიკაციაშიც შედის, რადგან ჩაცმულობაც არის იმ ხასითის განმსაზღვრელი, რომელიც გემოვნებას უსვამს ხაზს და ხასიათის შტრიხებს. საკმაოდ კარგად იცვამს. ალბათ ესეც პიარის ნაწილია და ცდილობს, კარგი იმიჯი დანერგოს, მიუხედავად მისი წარსულისა (მაკა ჩიჩუა მსახიობი გახლდათ), რის გამოც საზოგადოება მას აკრიტიკებდა, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ცდილობს, რომ არ იყოს გადართული საპრეზიდენტო ინსტიტუტის პიარზე და შეინარჩუნოს გაწონასწორებული პირველი ლედის იმიჯი.


Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნათია
მაკა არაჩვეულებრივი ქალია, ძალიან მომწონს.შედარებაც კი არცერთან შეიძლება. აღფრთოვანებული ვარ მისი დახვეწილი ადამიანური თვისებებით. ნანული ძალიან სოფლელი ქალი იყო. მანანა ტუტუცი დედაკაცი, სანდრაზე თავს შევიკავებ. მაკა დახვეწილი ინტელიგენტია, იცის სად და როგორ მოიქცეს.
12:47 / 08-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ლია
რაც შეეხება გარეგნობას -ნანულის გარდა ყველა სიმპატიურია,მამაძაღლობით პირველი ადგილი სანდრას ეკუთვნის,ემოციებით მაკა ჩიჩუა გამოირჩევა და ჭკუა-გონებით მანანა,ნანული შევარდნაძე ყველაზე დაფარული.
16:14 / 05-02-2018
გამოხმაურება / 0 /
1!
ნანული შევარდნაძე ასე ღიად არ ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა ის იყო ქალთა საზოგადოების წევრი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. ქველმოქმედებასაც ეწეოდა და ხშირად პოლიტუკურ გადაწყვეტილებებზეც ახდენდა გავლენას. განმხილველი არ არის კომპეტენტური ამ კუთხით - ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს ან არ ფლობს პირველ ქალბატონებზე, ან არაკომპეტენტურობის გამო არ აქცევს ყურადღებას.
14:29 / 05-02-2018
გამოხმაურება / 1 /
Ni
მაგალითად დიასახლისებს ასწავლიდა როგორ შეენახათ ოჯახი რვა ლარად თვეში.
17:14 / 05-02-2018
TOPS