- პროფესიით მსახიობი ხარ?
- არა, მსახიობობას არ ჩამოუვლია ჩემკენ (იცინის). სერიალში ანა ჩირაძისგან მოვხვდი. ეძებდნენ შავლეგოს მეგობარს და "ჩიკამ" დამირეკა. თავიდან
- სხვაგან არასდროს გითამაშია?
- არასდროს.
- ქალის დანახვისას, პირველ რიგში, რას აქცევ ყურადღებას?
- გაცნობამდე, ჩაცმის სტილს, ალბათ.
- შენს ჩაცმულობაზე რას იტყვი, ჰგავს შენი იმიჯი "ზურაშას" სტილს?
- ჩემი ტანსაცმლით დავდივარ გადაღებებზე. შესაბამისად, კი.
- როგორი გოგონები არ მოგწონს?
- ყველანაირი გოგო შეიძლება მომეწონოს.
- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში "ჩცდ"-ის შემდეგ?
- არაფერი, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ "ზურაშა" შემერქვა (იცინის).
- გოგონები არ აქტიურობენ?
- სიმართლე გითხრა, პასიურობას არც მანამდე ვუჩიოდი გოგონების მხრიდან. ასე რომ, ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, სერიალის შემდეგ უფრო პატარა გოგონები გააქტიურდნენ, თინეიჯერები.
- თავისუფალ დროს რას აკეთებ? ჰობი გაქვს?
- ძალიან ბევრი ჰობი მაქვს: ვწერ, სპორტი, თხილამურები... ახლა ვამთავრებ რომანის წერას.
- რაზეა რომანი? სახელი უკვე შერჩეული გაქვს?
- ცხოვრებისეულია, 90-იანებში გაზრდილ ბიჭზეა, რომელსაც მამას მოუკლავენ და შურისძიებაზე ფიქრით იზრდება...
"ბრაილის შრიფტით" ჰქვია.
- გაქვს ფობია?
განაგრძეთ კითხვა: