02 თებერვალი, 2018
"გოგონების პასიურობას სერიალში გამოჩენამდეც არ ვუჩიოდი" - ვინ არის "ჩცდ"-ს ზურაშა, რომელიც შურისძიების ფიქრით გაზრდილ ბავშვზე რომანს წერს
32 წლის ირაკლი ჩხიკვიშვილი "ჩცდ"-დან ზურაშას როლით გაიცნო მაყურებელმა. როგორც აღმოჩნდა, ირაკლი პროფესიით მსახიობი არაა და თურმე, "ჩემი ცოლის დაქალების" გარდა, არსად უთამაშია. მას, როგორც თავად ამბობს, ბევრი საერთო აქვს თავის პერსონაჟთან. ირაკლი ჩხიკვიშვილი ახალი რუბრიკის, ALTER EGO-ს პირველი სტუმარია. ის გვესაუბრა თავის ფობიებზე, ქალებზე, ინტერესებზე, ჰობიზე, მსოფლმხედველობასა და რომანზე, რომელსაც მალე გამოაქვეყნებს.

- პროფესიით მსახიობი ხარ?
- არა, მსახიობობას არ ჩამოუვლია ჩემკენ (იცინის). სერიალში ანა ჩირაძისგან მოვხვდი. ეძებდნენ შავლეგოს მეგობარს და "ჩიკამ" დამირეკა. თავიდან
პატარა სცენა უნდა ყოფილიყო, მერე ისე მოხდა, რომ დავრჩი.

- სხვაგან არასდროს გითამაშია?

- არასდროს.

- ქალის დანახვისას, პირველ რიგში, რას აქცევ ყურადღებას?
- გაცნობამდე, ჩაცმის სტილს, ალბათ.

- შენს ჩაცმულობაზე რას იტყვი, ჰგავს შენი იმიჯი "ზურაშას" სტილს?
- ჩემი ტანსაცმლით დავდივარ გადაღებებზე. შესაბამისად, კი.

- როგორი გოგონები არ მოგწონს?
- ყველანაირი გოგო შეიძლება მომეწონოს.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში "ჩცდ"-ის შემდეგ?

- არაფერი, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ "ზურაშა" შემერქვა (იცინის).

- გოგონები არ აქტიურობენ?
- სიმართლე გითხრა, პასიურობას არც მანამდე ვუჩიოდი გოგონების მხრიდან. ასე რომ, ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, სერიალის შემდეგ უფრო პატარა გოგონები გააქტიურდნენ, თინეიჯერები.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ? ჰობი გაქვს?
- ძალიან ბევრი ჰობი მაქვს: ვწერ, სპორტი, თხილამურები... ახლა ვამთავრებ რომანის წერას.

- რაზეა რომანი? სახელი უკვე შერჩეული გაქვს?
- ცხოვრებისეულია, 90-იანებში გაზრდილ ბიჭზეა, რომელსაც მამას მოუკლავენ და შურისძიებაზე ფიქრით იზრდება...
"ბრაილის შრიფტით" ჰქვია.

- გაქვს ფობია?

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS