ზოგი ნუნუკას უწუნებს გადაწყვეტილებას, ზოგი ფროდოს უწოდებს გაუზრდელს, არსებობენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ სცენარისტს არ აქვს ამ ცხოვრებაში კარგი ნანახი და ეს ურთიერთობაც ამიტომ შეეწირა ხაჭაპურს.
„უფრო საინტერესო იქნებოდა ნუნუკა შეცვლილიყო და ნამდვილ ქალბატონად ქცეულიყო, ან ფრიდონი გამხდარიყო ტიპიური ქართველი მამაკაცი. რომელი
„ამხელა ქალი მიჩვეულია ამ მონურ ცხოვრებას და გადაჩვევა ნამეტნავად რთულია , მაგრამ, შესაძლებელი."
"თუ ტრაკი გაქვს დაანახებ რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება, მაგრამ, ამ ბოვშვს გერონტროფილიისკენ ლტოლვა რომ ახასიათებს რა ვქნათ“.
„აი, იავნანამ კი არა და ხაჭაპურმა რა ქნა!“.
„ოხ ხაჭაპურო..ხაჭაპურო“.
„ხაჭაპურს ვერ შეელია ნუნუკა.“
„არ იცის ამ ქალმა სხვანაირი ცხოვრება. ეცადა და არ გამოუვიდა. ყველა ხომ ვერ იქნება რაფინირებული... ქე შეურიგდება მის ბონდოიეს , დოუცხობს ხაჭაპურებს და იქნება ბედნიერი“.
„ნუნუკას არ უნდოდა ბაქარას კუხნაში დგომა, ამას ფრიდონას კუხნა უნდოდა,ფრიდონას კიდე მის კუხნაში არ უნდოდა ნუნუკა,მაშინ როცა ბაქარა მთელი ამ დროის განმავლობაში ნუნუკას ხაჭაპურზე ნატრობდა“.
„ ანუ, რა გვასწავლა ამ მინი lovestory-მ? რომ ადამიანები არ უნდა ვქმნიდეთ იდეალებს... არ უნდა ველტვოდეთ ცაში ვარსკვლავებს და თუ მაინცადამაინც ვესწრაფვით მათ, დედამიწაზე ნუღა ვეძებთ“.
„ მე მგონი ორივეს ზედმეტები მოუვიდათ. მართალია, სულ სამზარეულოში არ უნდა იყოს ქალი, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მაგრამ ნორმალურ ქმარს ყოველთვის უხარია სახლში დაბრუნებულს ფუსფუსა ცოლი რომ ხვდება და გემრიელ სადილს რომ ახვედრებს”- წერენ კომენტარებში.